ირაკლი ღარიბაშვილი "რაგბი ევროპის" პრეზიდენტს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "რაგბი ევროპის" პრეზიდენტს, ოქტავიან მორარიუს შეხვდა.

საქართველო 2016 წელს "რაგბი ევროპის" გენერალურ ასამბლეას, 2017 წელს კი "მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს" უმასპინძლებს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე ამ მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ასევე, მათ ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებებს გაუსვეს ხაზი. საუბარი ასევე შეეხო მომავალ 4-წლიან ციკლში განსახორციელებელ გეგმებს.

შეხვედრას საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე დაესწრო.

ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

მომზადებულია
interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული