გიორგი ნიჟარაძე: ამდენი ტკივილი ჩემთვის აქამდე არავის მოუყენებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.

რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა
წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი.

რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით


ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 31 /
ვინც გია ნიჟარაძის "საბჭოურობაზე" საუბრობს, მსურს ვუთხრა, რომ საბთოური მენტალიტეტის ადამიანი ქართულ რაგბის ასეთ წარმატებულს ვერ გახდიდა. მათ, ვინც იძახის, რომ ახლა სხვი ჯერიაო, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არგუმენტი ლოგიკის მიღმაა.
gogig
13:04 18-12-2015
0
გასაგებია რომ არ ბეჭდავთ ჩემს გამოგზავნილს, მაგრამ შეცდომა საწრაფოდ გაასწორეთ. თუ არა და შეცდომაში შეყვანისთვის სასამართლოში მოგიწევთ წაბრძანება და მერე ვეღარ გიშველოთ თქვენი ძვირადღირებული ადვოკატი.
maiko
15:11 17-12-2015
0

სიახლეები პოპულარული