გიორგი ნიჟარაძე: ამდენი ტკივილი ჩემთვის აქამდე არავის მოუყენებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.

რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა
წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი.

რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით


ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 31 /
ისე ბატონო გია ვაჟკაცობა ის უფროა ეს ყველაფერი არჩევნებამდე ადრე გეთქვა მშვიდად წასულიყავი რაც გააკეთე მადლობა ეხლა ახალი სისხლი თუ დავბრუნდეთ სსრკში მუდმივობის პრინციპით
fauka
17 დეკემბერი 2015 10:34
0
ბატონო გია, უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ თქვენი მხრიდან უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ყურადღება გაგემახვილებინათ რაგბის კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურის გამართულობაზე, ანუ, თქვენი 8 წლიანი მმართველობის შემდეგ აქცენტი არა ნაკრებისა და შიდა ჩემპიონატის წარმატება/წარუმატებლობაზე უნდა გაკეთდეს, არამედ იმაზე თუ რამდენად გამართული გახადეთ რაგბის კავშირი, ორგანიზაციულ სტრუქტურას ვგულისხმობ. ეს თუ ასე იქნებოდა თქვენ წინასაარჩევნოდ გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ "სტრუქტურა გამართულია, სტრატეგიული გეგმები კავშირს გააჩნია და ვინც არ უნდა მოვიდეს ღმერთმა ხელი მოუმართოსო, მათ შორის მეცო"! ხოდა რაგბის ოჯახიდან გამომდინარე რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში? მთავარი ხომ სტრატეგიული მიზნები და მათი მიღწევის გზებია? მე უბრალო გულშემატკივარი თქვენი მხრიდან ვხედავ "ძალაუფლების შენარჩუნებას" და უკვე ისეთი განცდა მეუფლება, რომ სავარაუდოდ შიგნით მართლაც, რომ არის ძირეული პრობლემები რაც თქვენმა ოპონენტმა გააჟღერა
გულშემატკივარი
17 დეკემბერი 2015 10:17
0
ბატონო გია!
დიდი მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, რაც თქვენ 10-12 წლის პერიოდში ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის გააკეთეთ. ამაყი ვარ იმ დიდი შემართებისთვის, თავდადებისთვის, დიდი ქართველობისთვის, რაც თქვენ პირადად და ქართველი რაგბის უკლებლივ ყველა წევრმა, მოთამაშეებიდან, მწვრთნელებიდან, ადმინისტრაციიდა დაწყებული ქომაგებით დამთავრებული გააკეთეთ. ჩემი აზრით, თქვენ თქვენი გასაკეთებელი მაღალ დონეზე გააკეთეთ! ეხლა სხვასაც მივცეთ შანსი ღირსეულად გააგრძელოს ეს, მეტად მნიშვნელოვანი საქმე საქართველოს დიდებისათვის, ქართველი ხალხის გახარებისთვის!!!
გოჩა
17 დეკემბერი 2015 10:09
0
რაებს წერთ, ასე რამ გაგაბოროტათ, არ გრცხვენიათ, დაბრმავდით?! ამ კაცმა ქართული სპორტისთვის რაც გააკეთა ამის დაუნახაობას რა ქვია არ ვიცი... რომელი სპორტის სახეობა ვითარდება რაგბზე წარმატებით და სტაბილურად საქართველოში?!
levan
17 დეკემბერი 2015 10:05
0
ერთერთ კომენტარში საოგადოებას მოკლე მეხსიერება დაუწუნე,არც ესე ყოფილა საქმე
ოთო
17 დეკემბერი 2015 09:59
0
არასდროს მევასებოდა ეს კაცი და რაგბის წარმატების მის სახელთან ასოცირება ერთი მოსაბჭოურო დელავოი ჩინოვნიკიღაა ჩემს თვალში, რომელიც პოლიტიკურ ელასტიურობაშიც გამოირჩეოდა. ეხლა კი დაახლოებით ისეთი პოზიცია დაიჭირა, როგორიც შევარდნაძემ თავის დროზე გადავდგები ეხლა თქვენიო და ხალხმა რომ იბღავლა - არ წახვიდეეეე...
წიე
17 დეკემბერი 2015 09:31
0
უი, ამას სააკაშვილისეული ფინტი გაუგორებია :–)
რა კარგია! გამსვლელი კანდიდატი მოიშორა და ახლა წყნარად გაიგრძელებს.
ჭეშმარიტად მიშიკოს თაღლითური სკოლაა
ესაა კარგი სროლა ვიციო?!
17 დეკემბერი 2015 05:25
0
კი მარა სპორნსორი რას ამბობს ამ ყველაფერზე ეგ მაინტერესებს
vato
17 დეკემბერი 2015 01:53
0
ბატონო გია ხალხმა რომ ქართველებად ვიგრძენით თავი და ყველა ოჯახში ზეიმი იყო ამ ცოტა ხნის წინათ ეს ფედერაციის უდიდესი შრომის შედეგია მეტის მოლოდინნში ვიყავით .კანდიდატურა არ უნდა მოგეხსნათ
გიორგი
16 დეკემბერი 2015 21:24
0
ბატონო გია! რატომ არის ცუდი რომ პრეზიდენტობისათვის რამდენიმე კანდიდატმა იბრძოლოს? თუ უალტერნატივო და ერთადერთი კანდიდატი (ანუ თქვენ) დემოკრატიისა და სამართლიანობის განსახიერებაა, პირიქით ეს უფრო საბჭოთა მეთოდებსა და დიქტატურას გავს.
აქვე მაინტერესებს როგორ მოექეცით რაგბის კავშირის წინა პრეზიდენს ბატონ ბიძინა გეგიძეს? რომელიც რაგბიდან მოკვეთეთ, არადა კაცს არ დაუწყია მანჭვა-გრეხა მაინცდამიანს მე უნდა ვიყო პრეზიდენტიო. ჩემი აზრით თქვენ დიდი და სასარგებლო სამე გააკეთეთ რაგბისთვის, მაგრამ რაგბის კავშირსა და არჩევნებში მონაწილე საგაგბო თემს უნდა ჰქონდეს საშუალება რამდენიმე კანდიდატიდან აირჩიოს ღირსეული. შეეცადეთ არჩევნებში დაამარცხოთ თქვენი მეტოქე და არა იმ ხერხებით რა ხერხებითაც
dk
16 დეკემბერი 2015 19:25
0

სიახლეები პოპულარული