გიორგი ნიჟარაძე: ამდენი ტკივილი ჩემთვის აქამდე არავის მოუყენებია

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.

რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა
წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი.

რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით


ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 31 /
ჩემი აზრია რომ თვითონ რაგბის კავშირი იყოს გამართული. 1 კაცზე როგორც ქვეყანა ისე სხვა ორგანიზაციები არ უნდა იყოს დამოკიდებული.
papuna
16 დეკემბერი 2015 19:22
0
ხალხო და უფრო ქართველებო გამოდით სამუდამოს სინდრომიდან საქართვეოლოში რაგბი აბუთი ან ნიჟარაძით დაიწყო ევროპულ ცივილიზაციამდე 1 საუკუნე გვიკლია
guka
16 დეკემბერი 2015 18:38
0
მე პირადად ნიჟარაძის კანდიდატურას ვემხრობი, თუმცა სულაც არ მიკვირს რო კანდიდატურა მოხსნა, არა შიშის გამო არამედ ისევ რაგბის გამო უკანდახევა იყო ეგ დარწმუნებული ვარ. აბა დაუფიქრდით ვთქვათ არ მოეხსნა კანდიდატურა ნიჟარაძეს, იმ უჩინარი ჩამრევის მეოხებით მოეხსნებოდა დაფინანსება რაგბის და მაშინ მართლა დაიქცეოდა ეს ნაწვალევი და ნაცოდვილები გარჯით შექმნილი ფედერაცია და შესაბამისად ქართული რაგბიც.
ასე რომ სანამ გაკილავდეთ ადამიანს ცოტა დაფიქრდით!
მიროსან
16 დეკემბერი 2015 18:30
0
როგორ ატკინეს ამ წესიერ კაცს გული !!!!!! პოლიტიკურ სიბინძურეს უნდა გადააყოლონ თუ რამე კიდევ ნათელი შერჩენია ქართველებს!!!! ბატონო გია, მაგარი კაცი ხართ!!! არ დანებდეთ.... ქართული რაგბი და მისი მე–16 მოთამაშე, რომელთა რიგებშიც ჩვენი ქვეყნის მოყვარული ქართველია თქვენს გვერდით ვართ!!!!!!
თამარა
16 დეკემბერი 2015 18:19
0
გთხოვთ სარაგბო საზოგადოებას ვისაც შეგიძლიათ დაამშვიდოთ სიტუაცია- რაგბის კაცები თამაშობენ და ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ნუ ჩაკლავთ ნურც მოთამაშეების არც ჩვეულებრივი გულშემატკივარის
gio
16 დეკემბერი 2015 17:48
0
ბატონო გია, არ დაგავიწყდეთ რომ რაგბის ქართველი ქომაგების უდიდესი ნაწილი თქვენ
გიჭერთ მხარს! ძალიან გთხოვთ, შუა გზაში ნუ მიგვატოვებთ, ჯერ დაასრულეთ შენება და მერე წადით დამსახურებულ პენსიაზე!
buratino
16 დეკემბერი 2015 17:48
0
გია მას მიყვარხართ!
dato
16 დეკემბერი 2015 17:34
0
არა ხართ თქვენ კარგი ხალხი!
საიტ sportall.ge
16 დეკემბერი 2015 17:29
0
მე მაგის ცოდნა და გამოცდილება არა მაქვს,ამიტომ მუხლმოდრეკილი გთხოვთ, გეხვეწებით ყველას ვისაც შეგიძლიათ, გააკეთეთ ორგანიზება, მოგვიწვიეთ ყველა ვისაც სამშობლოზე შესტკივა გული:ერთად-ერთი მოთხოვნით ნიჟარაძე იყოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ვიდრე თვითო არ გადადგება!
არც ეს დაბლოკო რა
16 დეკემბერი 2015 17:22
0
რად უნდა ამას ამდენი ამბავი, რაგბის კავშირი მუშაობს ძალიან კარგად. ჰოდა რაც აწყოილია რად უნდა იმას ჩარევა.
giorgi
16 დეკემბერი 2015 17:22
0

სიახლეები პოპულარული