გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.
"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.
რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა
რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
დიდი მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, რაც თქვენ 10-12 წლის პერიოდში ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის გააკეთეთ. ამაყი ვარ იმ დიდი შემართებისთვის, თავდადებისთვის, დიდი ქართველობისთვის, რაც თქვენ პირადად და ქართველი რაგბის უკლებლივ ყველა წევრმა, მოთამაშეებიდან, მწვრთნელებიდან, ადმინისტრაციიდა დაწყებული ქომაგებით დამთავრებული გააკეთეთ. ჩემი აზრით, თქვენ თქვენი გასაკეთებელი მაღალ დონეზე გააკეთეთ! ეხლა სხვასაც მივცეთ შანსი ღირსეულად გააგრძელოს ეს, მეტად მნიშვნელოვანი საქმე საქართველოს დიდებისათვის, ქართველი ხალხის გახარებისთვის!!!
რა კარგია! გამსვლელი კანდიდატი მოიშორა და ახლა წყნარად გაიგრძელებს.
ჭეშმარიტად მიშიკოს თაღლითური სკოლაა
აქვე მაინტერესებს როგორ მოექეცით რაგბის კავშირის წინა პრეზიდენს ბატონ ბიძინა გეგიძეს? რომელიც რაგბიდან მოკვეთეთ, არადა კაცს არ დაუწყია მანჭვა-გრეხა მაინცდამიანს მე უნდა ვიყო პრეზიდენტიო. ჩემი აზრით თქვენ დიდი და სასარგებლო სამე გააკეთეთ რაგბისთვის, მაგრამ რაგბის კავშირსა და არჩევნებში მონაწილე საგაგბო თემს უნდა ჰქონდეს საშუალება რამდენიმე კანდიდატიდან აირჩიოს ღირსეული. შეეცადეთ არჩევნებში დაამარცხოთ თქვენი მეტოქე და არა იმ ხერხებით რა ხერხებითაც