შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
გლახუინა სპორტითაც დაინტერესებულა :-) აკაკუნე ბიძიკო, აკაკუნე! შენც ონანის მიმდევარი ჩანხარ - ამდენს გლანძღავენ და მაინც შენს სისულელეს მიერეკები
+_)
22 დეკემბერი 2015 02:23
0
გია ნიჟარაძეცუდი მენეჯერია და უნდა წავიდეს მის მაგივრად ლეონსიო უნდა მოვიდესო არ დამიწერია მე დავწერე,რომ ლეონსიოს დაუმსახურებლად ლანძღავდნენ.მე ვთვლი, რომ გია ნიჟარაძე უნდა დარჩეს და გააგრძელოს დაწყებული საქმე აუცილებლად
me
22 დეკემბერი 2015 01:47
0
ამბობთ რომ შეცდომები დაუშვა გია ნიჟარაძემ,თუ მართლა ასეა იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ ამ შეცდომების არს,თორემ ეს მხოლოდ რიტორიკაა,პირადად მე და ჩემს გარშემო მდგომ ხალხს მიგვაჩნია რომ ეს ადამიანი არის საუკეთესო მეჰეჯერი,სპეციალისტი და პროფესიონალი თავისი საქმის,რაც აისახა კიდეც შედეგებზე
ვალერი
21 დეკემბერი 2015 20:37
0
ყველაფერი იქნება კარგად - კი ბატონო დააყენონ ჩვენმა პატივსაცემმა სპორცმენებმა თავისი კანდიდატურები, მაგრამ იცოდეთ, რომ ხალხის თქვენდამი სიყვარული როგორც სპორტსმენებისადმი ვერ გადაფარავს დემაგოგიას და არაპროფესიონალიზმს, თუ ეს იქნება თანამდებობისადმი თქვენი ლტოლვის იარაღი.
ამასთან შეგახსენებთ, რომ როგორც ხედავთ და გესმით გულშემატკივართა დიდ უმრავლოსობას გია ნიჟარაძე მიაჩნია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უალტერნატივო კანდიტადად - ყველაფერი იქნება კარგად.
პანტელეიმონი
21 დეკემბერი 2015 19:27
0

რას ე რ ჩ ი თ გ.ნიჟარაძეს?!

ლეონსიო დიდი ქართველი სპორტსმენი ხარ,მაგრამ...

რა მენეჯერული გამოცდილება შენა გაქვს,

თქვენით ნელ-ნელა,მაგრამ მცირე დროში უპასუხისმგებლობა შეიქმნება ყოველგან და ყველგან და შ ე ც ე რ დ ე ბ ა რაგბის განვითარება და მერე დ ა კ ნ ი ნ დ ე ბ ა ქართული რ ა გ ბ ი და ეს უპირატესად ურუსეთის ინტერესებებია,ბოლო-ბოლო,ხომ უნდა მოუგონ საქართველოს ნაკრებს!

მათ ჭ ი რ დ ე ბ ა თ არაკომპეტენტური და ამბიციური ძალები არა მარტო ქართულ სპორტში,არამედ საქართველოს ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა შ ი...

რ ა ს ერჩით გ.ნიჭარაძეს,რ ი ს თ ვ ი ს ?!
glaxuna
21 დეკემბერი 2015 18:51
0
ლეონსიო მიხედე ასპინძას,აქეთ უკვე არაფერი გესაქმება.გაიგე გვიყვარხარ და ხალხიც პატივს გცემს! მიიღე ეს სიყვარული,შეირგე და დატკბი ბიჭების თამაშით! შეცდომებიო რომ ამბობ რა თავად უშეცდომო ხარ?არ ვარგა ასე დაწყება საქმის,იმის მაგივრად გვერდში დაუდგე ამ კაცს და დანახული შეცდომისკენ მიუთითო,დაეხმარო და გამოასწორო ასე აპირებ,არ ვარგა ძმაო,არა ასე
sano
21 დეკემბერი 2015 18:36
0
....მოეშვით ამ ბინძურ პოლიტიკას და რეალურად შეაფასეთ ის შრომა რაც ბატონმა გიამ ჩადო რაგის განვითარებისთვის. პივრელი გულშემატკივარი უნდა იყოს კმაყოფილი რითაც დადასტურდება გიას შრომა და კეთილსინდისეირი სამსახური რაგბიში, და ეს ზუსტად ასეცაა ჩვენ კმაყოფილები ვართ. რაც იცით და ჩვენ ვერ დავინახეთ გიას გაფუჭებული საქმე , კეთილი ინებეთ და რეალური ფაქტები დაგვიდეთ რომ.აზრი შეგვეცვალოს და მხარი თქვენ დაგიჭიროთ და არა გიას.. იმას ნურავინ ნუ ამოეფარებით რომ წარსულში საუკეთესო მორაგბე იყავით.
როლი69
21 დეკემბერი 2015 18:35
0
ბიჯოოოოოოოო
ნუ აზრი არ აქვს არაფერზე მსჯელობას ბოლოს ყველა იქეთ მიერეკება საითაც სიბნელეა
ვერ გამიგია ქვეყანა ესე თაობების შეცდომებზე ვერ სწავლობდეს ჩვენს მეტი ალბათ არც არსებობს ბუნებაში
ეს მეტეორი კიდე რო არ ჩამოვარდა საწყენია გააბწყინებდა საქართველსო მაშინ მართლა და დაისვენებდა ყველა ისე არ დაადგა საშველი და არც დაადგება
wtf
21 დეკემბერი 2015 18:30
0
ლეონსიო ჩვენ გავწირეთ იმდენი კაი სპორცმენი თუ მიემატები გული არ გაიტეხო უმრავლესობა შენს მხარესაა ასეთ საქმეს რო შეუდგები მოგიწევს ბევრის ატანა
rati
21 დეკემბერი 2015 18:18
0
ამ რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის ყველა სპორტის სახეობა უკან წავიდა. მხოლოდ რაგბი განვითარდა და შესანიშნავ წარმატებებს მივარწიეთ.ეს რა თქმა უნდა ბატონი გია ნიჟარაძის დამსახურებაცა. მაგრამ საქართველოში დამსახურებული და საქმის მცოდვე კაცი არ უყვართ და ცდილობენ ყოველი მხრიდან უკბინონ.აი ეს არის სიმართლე.
777
21 დეკემბერი 2015 18:11
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული