შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
აქ პოლიტიკური იარლიკების მიკერება არასწორი მგონია და ვინც ამას აკეთებს ნებით თუ უნებლიეთ ვნებს ქართული რაგბის მომავალს ოცნება და ივანიშვილი როარა რაგბი ამ დონეზე ვერ იქნებოდა თუ ვინმეს რაგბის წინსვლის შეფერხება უნდა ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება ოცნება და მითუმეთეს ივანიშვილი და ეს უფრო მიზანმიმართულ პროვოკაციას გავს რადგან სწორედ ოცნების დამაარსებლის ფინანსები დაჭირდება და თან ბლომად უახლოეს 4 წელიწადში რაგბს და თუ ივანიშვილმა ამდენი აურზაურის და ლანძღვის მერე ხელი აიღო რაგბზე მორჩა კინო არ დამიწყოს აქეხლა ვინმემ ერთი ადამიანის ნებასურვილზე არუნდა იყოს არაფერი ქვეყანაზეო კი ბატონო ეს დალაგებულ და განვითარებულ ქვეყანაში სადაც ბიზნესმენი არის ამავე დროს პატრიოტი და ქველმოქმედი საადაც ხალხი მშიერი არარი და სადაც ბიუჯეტი გზავნილებით არ ივსება.რა უშლის სხვა მილიონერებს ფული ჩადონ სპორტში რა უშლის და ღორობა და ფულის სიყვარული მოგება და მორჩა ურჩევნია ქალებში წამალში და გულავში დახარჯოს ვიდრე ესეთ რამეში ასე რო ესარი რეალობა.და ამ დროს ვინც გვერდში გიდგას ისარუნდა აიძულო რო წავიდეს და დაიკიდოს ყველაფერი.სახელმწიფო ამხელა ფულის გამცემი კიდე არარის. არცერთი ხელისუფალი არ გაცემს რაგზე წლიურად 40 მილიონს ეგარი ზღაპარი.
quTaiseli
21 დეკემბერი 2015 18:11
0
" მე "-ს, მასეთმა ლაპარაკმა დაგვღუპა ქარველები,ამას ისააქვს გაკეთებული,იმას ესააქვს გაკეთებული და ა.შ. ავიგოთ თუნდაც ფეხბურთის მაგალითი,ლამის გმერთებად გახადეს ნახევარი საუკუნის წინანდელი თასის მომგები ხალხი,მაგრამ მერეეეე? მერე ის რომ გადაგვაყოლეს ამ ერთ გახრიკინებულ თასს და მოაჯდნენ ქართულ ფეხბურთს და მოსპეს და მოდაგეს,ყველა თავის ჯიბეზე ფიქრობდა და ფიქრობს კიდე ეხლაც,საქმე საქმეზე რო მიდიოდა და კითხვები ისმებოდა კაციშვილი ყურს არ აბარტუნებდა,იყვნენ თავისთვის ეს შენი ვეტერანები და ცდილობდნენ ყველა პროპკას მორრგებოდნენ და ეხლა მასე ხდება კიდე,ჟვანია არის მაგის მაგალითი,ეხლა არველაძეებს დაუწყო ლანძგვა და ახალს უქიცინებს კუდს, ასეა ეს და ახლა რაგბშიც ასე უნდათ გააკეთონ,მადლობა ბატონო თუ კი რამე გააკეთე მაგრამ რას იმადლოები ერთი,ხალხის ფულებს არ ჭამ ეხლა ლევან ბატონოოო? ან კიდე აბუსერიძე,სად ხართ ეხლა ხო არ გავიწყდებათ? სამშობლოს წინაშე ყველა ვალდებულია და უნდა აკეთოს სამშობლოსთვის საჭირო საქმე,მაგრამ ისიც არ დაგავიწყდეთ რომ ყველას გადაგიხადათ სამშობლომაც,ან ეხლა გიხდით.
Irakli 88
21 დეკემბერი 2015 18:06
0
სასაცილო ისარი რო აქ კიდე იმაზე დაიწყებს ზოგიერთი საუბარს რო თურმე როგორ ლანძღავ ვიღაც დამსახურებულს რომელსაც შეილება გაუკეთებია ბევრი მაგრამ არ უდნა ამოადინოს არავის ცხვირში
პოლიტიკოსი რაცარუნდა შინაური იყოს არასდროს არ არი სანდო და პატიოსანი
არ შემიზლია დავიჯერო რო ვინმე პოლიტიკოსი რამეს იზამს
ამ ქვეყანაში პოლიტიკა თვითკმაყოფილებს აქვთ ჩაგდებული ხელში გადაგვარებულ უვიც სუსტ მშიშარა ხალხს და ამათ ვენდო და დავუჯერო ???
არ მინდა !!!!
სირცხვილი ისარი რო ეს არავის არ უნდა რო გაიგოს
სირცხვილია ის როცა ყველაფერს რასაც განვითარების ეტაპი აქვს განვითარების ეტაპშივე ვსპობთ
საშინელი და საზიზღარი ერი ვართ გადაგვარებული
გია ნიჟარაძეს თამამად შემიძლია პატრიოტი და დიდებული ქართველი ვუწოდო
ის ნამდვილად მაგარი ადამიანია და ნამდვილად არარი ის კაცი პოლიტიკური პატრიოტიზმი რო ამოძრავებდეს
არანაირი შეხება არ მაქვს ამ ადამიანთან მას როგორც ქართული რაგბის მთავარ წინამძღოლად ვიცნობ და ეს ყველა სიტყვა მისი თავდადების გამო დავწერე და არა რაგაც პირადი მოსაზრებით როგორც არი ხოლმე ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ვაზელინს რო მოიხმარენ ხოლმე
wtf
21 დეკემბერი 2015 18:02
0
რას ქვია "ლეონსიოზე როგორ ლაპარაკობთ". რაგბისტი რომ დიდებული იყო მაგას არავინ უკარგავს, მაგრამ პროფესიონალმა თავის ადგილი უნდა იცოდეს. ვერ გაქაჩავენ ესენი ამ საქმეს. საკლუბო რაგბს რომ შველა ჭირდება ნიჟარაძე მაგას რამდენი წელია საჯაროდ იმეორებს. ნიჟარაძის დროინდელ რაგბში მოხდა ის ცვლილებები და შეიქმნა ისეთი გარემო სადაც რეალური გახდა საკლუბო რაგბის გადარჩენა, რაგბი გახდა მიმზიდველი, განვითარებასთან და წარმატებიასთან ასოცირებული სპორტი. ფულს სხვა არაფერი იზიდავს თუ არა პროფესიონალიზმი და წარმატების სუნი! რომ არა საერთაშორისო დონეზე სპორტული და სრკ-ს დიპლომატიური წარმატება ეს გარემო არ შედგებოდა. ნიჟარაძის სრკ იყო გამჭვირვალე და სიტყვის შემსრულებელი ორგანო. არც თვი უმართლებიათ როდისმე, და არც სამაგისოდ გაუხდიათ საქმე რას ამბობდენ და როგორც გვპირდებოდნენ ისე ხდებოდა, იყოპ ეს შედეგი თუ პროცესი.
რეზო
21 დეკემბერი 2015 17:55
0
თავს რატო იფარჩაკებენ აბუ და ლეონსიო მიკვირს? რაც აქვთ ვერ ირგებენ აშკარად.
zzz
21 დეკემბერი 2015 17:54
0
არაფერიც არ გვეშველება.
ბაია
21 დეკემბერი 2015 17:45
0
არაფერიც არ გვეშველება.
ბაია
21 დეკემბერი 2015 17:42
0
ლევან ცაბაძე (იგივე ლეონსიო),ქართული რაგბის ნამდვილი ლეგენდაა. აქედან გამომდინარე ყველა რაგბის ქომაგისთვის უაღრესად პატივსაცემი ადამიანი, მაგრამ რეალობას ნუ მოვწყდებით და დემაგოგიაზე ნუ გადავალთ. იგივეს ვურჩევდი ირაკლი აბუსერიძესაც. ანუ ეს ხალხი რომ ყოფილიყვნენ რაგბის კავშირის სათავეში, დღეს ქართული რაგბი უფრო წინ იქნებოდა??!! ძაან ეჭვი მეპარება... რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გია ნიჟარაძე შეუცდომელია და გამორიცხულია რომ გარკვეული შეცდომები დაეშვა, მაგრამ რაშიც დარწმუნებული ვარ, არის ირ რომ ნიჟარაძე უმაღლესი დონის პროფესიონალია და ძალიან კარგი მენეჯერი და რაც მთავარია საქმის გამკეთებელი კაცი. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს 4 წელიც რომ ვაცალოთ, გაცილებით უფრო სხვა სიმაღლეზე აიყვანს ქართულ რაგბს (დიდი ალბათობით 6-ერის კარსაც შევაღებთ). რა ქნას ეხლა ამ კაცმა თუ "ქართული ოცნების" წევრი არ არის. მაინცდამაინც პარტიული წიგნაკი დავაჭერიოთ ხელში. როდის მორჩება ეს პირადი ბოღმების და ანგარიშსწორების ერა ჩვენს ქვეყანაში?! და როდის შეარჩევენ ხალხს ამათუიმ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე წმინდად პროფესიონალური შეხედულებებით და არა სხვა რაღაც ჯანდაბებით??!!
levani
21 დეკემბერი 2015 17:40
0
ეწევა. სიგარეტს.)))
როგორც ჩანს ბევრს ...
21 დეკემბერი 2015 17:38
0
რაგბი ერთადერთი სპორტის სახეობა იყო დღემდე, რომელიც სისტემურად გეგმაზომიერად განვითარდა მრავალი მიმართულებით და შეიქმნა მტკიცე საყრდენი განვითარებისთვის. ნიჟარაძის გარეშე არარეალური ჩანს ამის მიღწევა, მითუმეტეს ოპონენტებს რომ ვუსმენ.
რეზო
21 დეკემბერი 2015 17:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული