შეცდომებმა გზას აგვაცდინა - ლევან ცაბაძე სრკ-ის პრეზიდენტობაზე ფიქრობს

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

დღესდღეობით, ცაბაძე ასპინძის გამგებელია.

Sportall.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად ლევან ცაბაძეს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა.

"ვაპირებ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ გამორიცხული არაფერია. თანამდებობიდან გამომდინარე, არ მინდა ჩემზეც იგივე ისაუბრონ, რაც ირაკლი აბუსერიძეზე ითქვა - მთავრობის კანდიდატურა
არისო.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აბუსერიძის მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რაზეც გული დამწყდა...

გიორგი ნიჟარაძემ ბევრი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ შეცდომებიც არის დაშვებული, რამაც აგვაცდინა გზას და ხვალ რომ რამე მოხდეს, იმ უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდებით, რაც დამღუპველი იქნება ქართული რაგბისთვის.

მართალია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ძალზე განვითარებული და წინ წასულია, მაგრამ დანარჩენი სხვა ძალიან ნელა და გაჭირვებით ვითარდება, ამას კი შეცვლა სჭირდება", - გვითხრა ლევან ცაბაძემ.
მკითხველის კომენტარები / 66 /
ნეტა რომელ გზას ავცდით ლევან ? ნუთუ არ გრცხვენია მაგ სიტყვებს რო ამბობ ? თუმცა აღარაფერი მიკვირს უკვე ამ უძაღლო ქვეყანაში
Irakli 88
21 დეკემბერი 2015 17:06
0
ეროვნული კიარა ყველა ასაკობრივი ნაკრები განვითარდა ყველას წარმატება აქვს და სადაა აქ გზის აცდენა ესეიგი ფულის გამო მოდიხარ
kepo
21 დეკემბერი 2015 17:06
0
ამის და აბუსერიძის თავები იყო თავიდანვე გაუსქელდათ კისრები თავები გენიოსები გონიათ
kepo
21 დეკემბერი 2015 17:02
0
რაარი შეცდომები ნეტა ბატონო ლევაან ?! რატომ ხდება ხოლმე ესე ამ ბოლოს,ხალხის სიყვარულით სავსე ადამიანები ისევ რომ აძულებენ ხალხს თავს ?
Irakli 88
21 დეკემბერი 2015 17:01
0
ამის თავებია ყველაფერი რაც აბუსერიძემ და ამან გააკეთა ესენი საქმეს ან გააკეთებენ ან არა ის კაცი აკეთებდა უბრალოდ კისრები გაუსივდათ
kepo
21 დეკემბერი 2015 16:56
0
მეორე ხმაც მოსულა:)
zzz
21 დეკემბერი 2015 16:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული