22 დეკემბერს, საზოგადოება "ქართული სპორტის" ინიციატივით, სასტუმრო "რუმში" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები და მწვრთნელები ესწრებოდნენ. საუბარი რაგბიში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ირაკლი აბუსერიძეც.
Sportall.ge აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, აპირებს თუ არა "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას.
"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმ
დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ", - გვითხრა ირაკლიმ.
რას ვიზამთ, როგორც ჩანს რაგბის ოჯახში ერთობა აღარ იქნება, გამოიკვეთა ორი გუნდი და მათ შორის გამარჯვებული იქნება რაგბის მართვაზე პასუხისმგებელი მომავალი ოთხი წელი.
ბატონო გია თქვენი ოპონენტები ცრუ ამბიციებით აღტკინებულები, ვერ ახერხებენ დაოკებას და ამიტომ გთხოვთ დაიწყოთ საარჩევნო კამპანია და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ.