ირაკლი აბუსერიძე: სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამოვრიცხავ

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას არ გამორიცხავს.

22 დეკემბერს, საზოგადოება "ქართული სპორტის" ინიციატივით, სასტუმრო "რუმში" შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვეტერანი მორაგბეები და მწვრთნელები ესწრებოდნენ. საუბარი რაგბიში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ირაკლი აბუსერიძეც.

Sportall.ge აბუსერიძეს დაუკავშირდა და სცადა გაერკვია, აპირებს თუ არა "ბორჯღალოსნების" ყოფილი კაპიტანი საკუთარი კანდიდატურის ხელმეორედ წამოყენებას.

"ქართულ რაგბის თუ დასჭირდება ჩემი დახმ
არება და ჩემი გამოცდილების გაზიარება, ისედაც გავუზიარებ. რა პოზიცია მექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ.

დღესაც რაგბიში ვარ, ერთი წამითაც კი არ მოვშორებივარ. გულშემატკივრის და რაგბის ოჯახის გადასაწყვეტია ჩემი მომავალი. მე შეიძლება ერთი მინდოდეს, მაგრამ რეალურად მეორე იყოს საჭირო.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით, რადგან გამგეობაც კი არ შევკრებილვართ", - გვითხრა ირაკლიმ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კი ბატონო დააყენოს აბუსერიძემ კანდიდატურა და კიდევ ვისაც უნდა, მაგრამ გულშემატკივარის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ გია ნიჟარაძემაც აუცილებლად დააყენოს ხმა.
რას ვიზამთ, როგორც ჩანს რაგბის ოჯახში ერთობა აღარ იქნება, გამოიკვეთა ორი გუნდი და მათ შორის გამარჯვებული იქნება რაგბის მართვაზე პასუხისმგებელი მომავალი ოთხი წელი.
ბატონო გია თქვენი ოპონენტები ცრუ ამბიციებით აღტკინებულები, ვერ ახერხებენ დაოკებას და ამიტომ გთხოვთ დაიწყოთ საარჩევნო კამპანია და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ.
პანტელეიმონი
21:57 22-12-2015
0
კაცი რომელიც საკრებულოს დეპუტატია ოცნებიდან როგორ შეიძლება საქართველოს რაგბი ჩააბარო
ლომუ
00:42 23-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული