სკანდალი ქართულ რაგბიში - ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სრკ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე და სრკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ფიგურირებენ.

აუდიოჩანაწერში საუბარია თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

ტელეკომპანია "იმედი" აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი აბუსერიძეს და გიორგი ნიჟარაძეს კომენტარისთვის დაუკავშირდა.

აბუსერიძეც და ნიჟარაძეც აუდიტის ჩატარების მომხრენი არიან. ამასთან ერთად, ნიჟარაძე აუდიოჩანაწერს ფაბრიკაციას უწოდებს.

ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე აუდიოჩანაწერის შესახებ ვრცელ კომენტარს აკეთებს
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
მკითხველის კომენტარები / 20 /
რამდენი არაკაცი ყოლია რაგბის(აც)!
s a m a r c x v i n o !!!
26 იანვარი 2016 18:33
0
აბუსერიძე, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ...
აბუსერიძეს
26 იანვარი 2016 18:15
0
ამ ყველაფერს უკვე ისეთი სუნი უდის, რომ ღმერთმა არ ქნას და რაგბში რომ მაგრად უკან წავიდეს და გაფუჭდეს ბევრი რამ, მერე მობრძანდეს აბუსერიძე და აგოს პასუხი გულშემატკივრის წინაშე!!! იმიტომ რომ პირადად მისი და მისი მომხრეების დამსახურებაა ის რომ საოცრად უმადურად და უნამუსოდ მოექცნენ გია ნიჟარაძეს და ფაქტიურად გააქციეს ეს კაცი რაგბიდან... სამწუხაროდ ქართველებს უმადურობა და დაუნახაობა გვღუპავს ხშირად...
levani
26 იანვარი 2016 18:05
0
სვანიძე და ნიჟარაძე იპოვე ერთი განსხვავება, სვანიძე რა მანდ არ იყო ნიჟარაძის დროს? აბა რატომ აირჩიეს რაგბის განვითარებისთვის? ჰაჰაჰა
fsiuuu-s
26 იანვარი 2016 18:00
0
მე ნიჟარაძე ძალიან მომწონდა და გამიკვირდა კანდიდატურა რატომ მოხსნა, გიას ვგულშემატკივრობდი და მაგარი გამიტყდა კანდიდატურა რომ მოხსნა, ვფიქრობ რომ ამ საუბრის მერე აიძულეს რომ მოეხსნა კანდიდატურა, მაგრამ მაინც გაუვრცელეს ეს ამბები...აბა თქვენი მოსაზრებებიც მაინტერესებს თქვენ რა აზრის ხართ ნიჟარაძემ თავისი კანდიდატურა რატომ მოხსნა, თან ღიათ დააფიქსირა ახალი რაგბის კავშირის პრეზიდენტს რომ უჭერდა მხარს და მაგიტომ გამოუქვეყნეს...
fsiuuu
26 იანვარი 2016 17:45
0
ქექვა დაიწყეს, საინტერესოა ვინ დაქოქა აბუსერიზე და დღეს ვის აწყობს დაუმტკიცებელი ჭორების აგორება, არ შეეფერება რაგბის თემს ასეთი ქვემძრომობა
bs
26 იანვარი 2016 17:44
0
ერთი რამე აღარაა სუფთა, ყველაფერს ფულის სუნი ასდის ამ ქვეყანაში
gakomo
26 იანვარი 2016 17:36
0
ნეტ ვინ დიდად აფეთქებული ვერ ისვენებს? კარგს აშკარად ვერ ვიტანთ ჩვენში.
რეზო
26 იანვარი 2016 17:25
0
ეეჰ რაკაცი ჩამოაშორეს საქმეს... აბუსერიძემ კიდე ვერშეირგო ხალხის სიყვარული ....
giorgi
26 იანვარი 2016 17:05
0
ეტყობა რუსეთი გვისმენს )))
givi
26 იანვარი 2016 17:04
0

სიახლეები პოპულარული