სეუ-ს 7-კაცას ყველაზე სამართლიანი გუნდის სპეციალური ჯილდო გადაეცა

AutoSharing Option
შარშან ბუდაპეშტში, ევროპის უნივერსიადაზე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის 7-კაცა ფინალში მილანის უნივერსიტეტს ეთამაშებოდა. მეტოქეს მორაგბე ძლიერ დაემტვრა და ვერც შეცვლას ახორციელებდა, შესაბამისად, მოედანზე 6 კაცის შემადგენლობით დარჩნენ. სეუელებმა კი, სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ერთი მორაგბე მოიკლეს და მილანელებს თანაბარი ოდენობით ეთამაშნენ.

ჩემპიონს ეს კეთილშობილური ნაბიჯი ორგანიზატორებმა არ დაუვიწყეს და წელს საქართველოს საუნივერსიტეტო და სეუ-ს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე (ქართული რაგბის ქომაგებისთვის ანტილოპად ცნობილი) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი გია კავთელიშვილი პოლონეთში, ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მიიწვიეს და გადასცეს ყველაზე სამართლიანი
გუნდის სპეციალური ჯილდო.

აღსანიშნავია, რომ სეუ-ს 7-კაცა ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი - 2013 წელს სოფიაში, 2014 წელს როტერდამში და შარშან ბუდაპეშტში. განვლილ სამ წელიწადში სეუ-ს გუნდმა 22 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო.

site.rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული