როგორია მერაბ კვირიკაშვილისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი (მეკო) მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ცნობილია, კვირიკაშვილის მეუღლე ორსულადაა.

"მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განუცხადა palitratv.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ (იხილედ სრულად).

საზარელი ავარია რამდენიმე საათის წინ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების
განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

წყარო: palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამაგრდით, მთელი საქართველო თქვე გევრდითაა, უფალი შეგეწიოთ
ინასა
22 ივლისი 2016 00:34
0
Imedia yvelaferi kargad dasruldeba
ILO
22 ივლისი 2016 00:27
0
შენთვის ვლოცულობთ ძმაო და შენი ოჯახისათვის.. ღმერთმა დაგიფაროთ
ალგეთი
21 ივლისი 2016 23:25
0
უფალმა დაიფაროს ეს ადამიანები,და გამოიყვანოს ამ კრიტიკულ მდგომარეობიდან.დიდება უფალს..
romandro
21 ივლისი 2016 22:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული