როგორია მერაბ კვირიკაშვილისა და მისი მეუღლის მდგომარეობა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი (მეკო) მეუღლესთან ერთად ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ისინი სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ცნობილია, კვირიკაშვილის მეუღლე ორსულადაა.

"მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, ის თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი.

რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმებით სამტრედიის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - განუცხადა palitratv.ge-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ (იხილედ სრულად).

საზარელი ავარია რამდენიმე საათის წინ ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი. თვითმხილველების
განცხადებით, ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

წყარო: palitratv.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
გამაგრდით, მთელი საქართველო თქვე გევრდითაა, უფალი შეგეწიოთ
ინასა
00:34 22-07-2016
0
Imedia yvelaferi kargad dasruldeba
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული