ავარიის შედეგად კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გიორგი ლომინაძეა დაშავებული

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად დაშავებულს შორის კიდევ ერთი ქართველი მორაგბე, სარაგბო კლუბ "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძეა.

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, გიორგი ლომინაძე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი ავტომობილში მეუღლეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

კვირიკაშვილი და ლომინაძე მძიმე დაზიანებებით ქუთაისის საავდმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში ქართველი მორაგბეები იმყოფებიან. როგორც ცნობილია, უმძიმესია მერაბ კვირიკაშვილის ორსული მეუღლის მდგომარეობა.

- როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილისა და მისი მეუღლის მდგომარეობა
- მერაბ კვირიკაშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა

საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის
შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული