ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების მდგომარეობა - მწვრთნელის კომენტარი

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი ქართველი მორაგბე, ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და "ლელოს" წევრი გიორგი ლომინაძე დაშავდნენ. ისინი მრავლობითი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ლომინაძის ოპერაცია ამ წუთებში მიმდინარეობს.

მორაგბეების მწვრთნელმა კლუბსა და ეროვნულ ნაკრებში ლევან მაისაშვილმა მცირე კომენტარი გააკეთა:

"მერაბის და გიორგის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მეუღლეები უფრო მძიმედ არიან დაშავებული, სხვას ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცი".

- ავარიის შედეგად კიდევ ერთი ქართველი მორაგბე გიორგი ლომინაძეა დაშავებული
- როგორია ავარიის შედეგად დაშავებული მერაბ კვირიკაშვილისა და
მისი მეუღლის მდგომარეობა

- მერაბ კვირიკაშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა - მისი მდგომარეობა მძიმეა


საზარელი ავარია ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული