ბოლო ცნობები მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ლომინაძის მდგომარეობის შესახებ

AutoSharing Option
ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის მიმღების ექიმმა დავით წულაიამ განუცხადა.

"21 ივლისს, 18:40 საათზე, ჩვენს საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთ-ერთი 32 წლის მერაბ კვირიკაშვილია, რომლის მდგომარეობა მძიმე არ არის. ის ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტი გონზეა და ადეკვატურად პასუხობს კითხვებს. დაენიშნა შესაბამისი მკურნალობა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს - 26 წლის გიორგი ლომინაძეს, სერიოზული დაზიანება აქვს
მიღებული. აღენიშნება ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი, უტარდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში.

მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უტარდება შესაბამისი მკურნალობა. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას", - განაცხადა მიმღების ექიმმა.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავტოავარია გუშინ, 21 ივლისს, საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. კვირიკაშვილი და ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებმაც ასევე სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს.

ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ღმერთმა მშვიდობა ქნას... ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ....
PARFIUMER
23 ივლისი 2016 00:55
0
პარალელურად მეორე გზის გაკეთება არ შეიძლება? თუ ბევრი ვართ და
მურთაზი
22 ივლისი 2016 15:43
0
სიჩქარის გადაჭარბებაზე მაქსიმალური კონტროლი და ჯარიმებია დასაწესებელი!!!!!!!!!!!
მახო
22 ივლისი 2016 15:00
0
ავარიის შედეგად რომ იღუპება ხალხი მაგდენი აგვისტოს ომში არ დაღუპულა.. ;(
ესეც ომია ფაქტიურად! საკუთარი ცუდი ჩვევების წინააღმდეგ! ყველამ ფრთხილად ვიაროთ, ხალხო!
ქუთაისელი
22 ივლისი 2016 12:03
0
სამი ახალგაზრდა მსხვერპლი და კიდევ ოთხი დასახიჩრებული!!!ეს რა უბედურება გვჭირს ხალხო,სად გვეჩქარება!ცაში?ამისთანა ვაჟკაცები თუ ასე გზაზე ვკარგეთ, რა გამოვა!ნელა იარეთ ხალხო,თავსაც გაუფრთხილდით და ერთმანეთსაც,არ შეიძლება ჩვენი სიამაყეები ასე ეთამაშებოდნენსიცოცხლეს.დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ ხოლო მეგოს და გიორგის მეუღლეებთან ერთად მალე გამოჯანმრთელებას.

სოსო
22 ივლისი 2016 11:41
0
ქუთაისის და ქობულეთის შემოვლითი გზა არ არის ავტობანი! მანდ სიჩქარის შეზღუდვა უნდა იყოს აუცილებლად!
irakli
22 ივლისი 2016 10:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული