"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს!
გასწრების დროს გამოვარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მეკო შეეცადა, აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.

- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩემი მეუღლე მეკოს ოჯახთან დაახლოებული პირია და მან ჯერ კიდევ ინციდენტიდან 3 დღეში ზუსტად ისე მომიყვა ეგ სიტუაცია, როგორც ვიქტორიას აქვს აღწერილი. უსაშინლესი ტრაგედიაა და ღმერთმა აცხონოს ყველა დაღუპულთა სულები. რაც შეეხება მეკოს, მას ისედაც მთელი ცხოვრება გაჰყვება ის ტანჯვა რაც თავისი შვილების დედისა და დანარჩენი ახალგაზრდების დაღუპვისგან მოდის. ამიტომაც, ქრისტიანულად მოგიწოდებთ: "ნუ განიკითხავთ"
qomagi
25 ოქტომბერი 2016 16:46
0
არსებობს უდანაშაულობის პრეზუმცია!!!
რა გვჭირს, რა დაგვემართა, რა დღეში ვართ?!?!?!
არ შეიძლება ასე ადვილად გადაითელოს ადამიანის უფლებები?!
ჯვარი გვეწეროს ყველას მაგრამ მეკოს ადგილზე ფინანსისტი, იურისტი, ბუღალტერი ან უბრალო მუშა რომ ყოფილიყო, გამოჯანმრთელების მერე არ უნდა დაბრუნებოდა თავის პროფესიას???
არ გვაქვს არანაირი ფაქტი, არ ვიცით რა მოხდა და ასე უცერემონიოდ ადამიანს ვადანაშაულებთ, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობთ, არ ვიცით მის შინაგან სამყაროს რა ცეცხლი უკიდია და რა დღეშია...
თუმცა ჩემი კომენტარი რას უშველი თუ ადამიანი ასეთი მქუხარე კრიტიკით წერს რომ დამნაშავეა, არ უნდა ითამაშოს (ვერ შეიგნო და ეხლა შეაგნებინებ)...
არ მესმის ამ ადამიანზე უფრო მეტად განიცდის ვინე მის გარდაცვლილ მეუღლეზე თუ რა ხდება?!
მერაბ არ გიცნობ ძმაო მაგრამ რკინის ნერვებს და გამძლეობას გისურვებ, ჭირდები შენს შვილებს და გვჭირდები ჩვენ ქართველებს არა მარტო რაგბის გამო არამედ ჩვენ საზოგადოებას.
სრული უფლება გაქვს იცხოვრო და გისურვებ შენი შვილების მომავლით გახარებულიყავი.
ირაკლი
25 ოქტომბერი 2016 16:43
0
მეკოს რა ეთამაშება და სამშობლოს და რაგბის სიყვარული და საჭიროება, და კიდე გამძლეობა, რამაც ამხელა ტვირთი უნდა აზიდინოს და 4 უდედოდ დარჩენილი ბავშვები გააზრდევინოს....
eduard-s
25 ოქტომბერი 2016 16:36
0
გარდაცვლილთა ოჯახის სახელით სისულელეებს ნუ ბოდიალობს ნურც ქალბატონი ვიქტორია და ნურც სხვები! ჩუმად რომ ვართ ამით ნუ სარგებლობთ. ყველაფერს აქვს საზღვარი!
დათო
25 ოქტომბერი 2016 16:32
0
სამწუხაროა, ბრბოს პრინციპით რომ ცხოვრობთ. ვისის რა საქმეა დეტალებში გარკვევა და ამდენის მტკიცება-გამოძიება. შემთხვევისგან არავინაა დაზღვეული და ჯობს ყველამ საკუთარ ცხოვრებას მიხედოს.
ra gveshveleba
25 ოქტომბერი 2016 16:28
0
ოხ, 24 საათიანი მძიმე შრომა მოუხდებოდა ყოველდღე, ამდენ უსაქმუს და სხვისი ცხოვრების განმკითხავს.
ირაკლი
25 ოქტომბერი 2016 16:28
0
100 კმ სიჩქარის შეჯახებას არ უნდა მოყოლოდა ასეთი ტრაგედია. ეს ყველაფერი ვერსიებია. დროა გამოძიებამ რაღაცა თქვას.
goran
25 ოქტომბერი 2016 16:28
0

რა უნდა ქნას,უნდა გალოთდეს?
eduards
25 ოქტომბერი 2016 16:25
0
მეკო, რა გეთამაშება თუ ძმა ხარ!!!!
eduard
25 ოქტომბერი 2016 15:29
0
ნინო-ს. თქვენი მოსაზრება მისაღებია ჩემთვის, კი ბატონო, მაგრამ რატომ არ გიჩნდება კითხვა, უნდა გაეკეთებინა თუ არა შესაბამის ძალოვან სტრუქტურას განცხადება? კერძოდ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება (მიმდინარეობს კი!!), რა იკვეთება და ა.შ. სხვა შემთხვევაში როგორც ვიტორიას ნაამბობი, ისე ჩვენი მოსაზრებები, მხოლოდ მოსაზრებებია და მეტი არაფერი.
სალი
25 ოქტომბერი 2016 15:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული