"მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო..." - მერაბ კვირიკაშვილის ავარიის უცნობი დეტალი

AutoSharing Option
მერაბ კვირიკაშვილის გარდაცვლილი მეუღლის, ანანო ბუაძის მეგობარმა, ვიქტორია ეზუგბაიამ სოციალურ ქსელში კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია. გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.

იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად. ვაზუსტებ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს!
გასწრების დროს გამოვარდა "მერსედესის" მარკის ავტომობილი. მეკო შეეცადა, აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშვილის მეუღლე ანანო.

გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა. კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.

მესმის, საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი, რომელსაც მარტო ზრდის და უვლის. მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით. გარედან ყოველთვის ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, არავინ არაფრისგან არის დაზღვეული..." - წერს ვიქტორია ეზუგბაია.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა, გარდაიცვალა კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც.

- აია-ლელო 25:17 - მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა...

მკითხველის კომენტარები / 28 /
სალი- თუ თქვენ მანქანას ატარებთ ასეთი შეკითხვა არ გაგიჩნდებოდათ.30 წლის სტაჯიანი მძროლი ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ ავარიის უმეტესი შემთხვევები პროვოცირებულია სხვა მძღოლების მოუწესრიგებელი და უყურადღებო მოძრაობით.ეს არცერთ შემთხვევაში არ ხსნის ბრალეულობას,მაგრამ მაპროვოცირებელი ფაქტორის უგულებელყოფაც არ შეიძლება!
ორივე მანქანას ნორმალური სიჩქარით რომ ევლოთ,გზის კიდეზე მაინც მოასწრებდნენ გადასვლას როგორც მინიმუმ!გულგასახეთქია ახალგაზრდების დაღუპვა,ღმერთმა გაანათლოს მათი სულები!უბედურება იმაშია,რომ ჭკუას სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ,ენები კი წაგდებული გვაქვს... :(((
მეკოს გამძლეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ,დიდი განსაცდელის წინაშეა და ის ყველაფერს გადალახავს,როგორც შეეფერება ქართველ ვაჟკაცს !!!
ნინო
25 ოქტომბერი 2016 15:05
0
ბატონო მიშა,მეკო არც მე გამიკრიტიკებია და მივიჩნევ,რომ ტრაგიკული ბედის ადამიანი ყოფილა და პასუხსაც არ გაგცემდით,მაგრამ მაინტერესებს თქვენ პირადად ასე იმსჯელებდით,თქვენი შვილი,დედმამიშვილები რომ ყოფილიყვნენ გარდაცვლილთა შორის(ღმერთმა თუ გყავთ, 100 წელი გიცოცხლოთ)?მაშინაც გექნებოდათ ასეთი სულისკვეთება მეკოს გამკრიტიკებელთა ,,დასალოცად"????ის რომ გადარცვლილთა ოჯახები ასე გულისხმიერად მიიუდგნენ,ეს მათ გულისხმიერებაზე მიუთითებს და არა უდანაშაულობაზე?რას ეძახით საქართველოს წინაშე ვალდებულებას?კანონმორჩილება ვალდებულებაში არ შედის?ეტყობა,თქვენ სხვანაირად გესმით.........4 ადამიანი გარდაიცვალა,სრულიად უდანაშაულო და თურმე,განსახვავებული აზრიც არ უნდა თქვან,არ უნდა დაუშვან,თუნდაც მეკოს მიმართ კრიტიკა,ის ხომ რეგბისტია?ღმერთს ნუ სცოდავთ....არავის ვუსურვებ გარდაცვლილთა ჭირისუფლად ყოფნას...თუმცა,სასტიკად მეცოდება თავად მეკო.არანაირი კომენტარი არ გამიკეთებია,პირველად ვაკეთებ,იმდენად გამაღიზიანა თვქენმა კომენტარმა თქვენებური ,,დალოცვის" შესახებ.
mishas
25 ოქტომბერი 2016 14:55
0
სწორია და ყველას უნდა უხაროდეს თუ ამ ბიჭმა გამონახა ძალა მოედანზე გასვლის. ის სჭირდება საქართველოს. ბევრი გაუკეთებია და კიდევ ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის.
1111
25 ოქტომბერი 2016 14:46
0
აცალეთ ადამიანს ცხოვრება.......
ტატო
25 ოქტომბერი 2016 14:39
0
ვიქტორია-ს. ანუ თქვენი ნაამბობით გამოდის რომ მეკოს შეჯახება არ მოუხდენია, მხოლოდ გადავარდა საპირისპირო მიმართულებით? დავიბენი. კონკრეტულად იქნებ ახსნათ შეჯახება იყო თუ არა?
კიკო
25 ოქტომბერი 2016 14:28
0
მე არც არასდროს არ გამიკრიტიკებია მეკო და ვინც აკრიტიკებდა დავლოცე ჩემებურად. მეკოს მის თანამებრძოლებს დიდი ვალდებულება აქვთ საქართველოს წინაშე და უნდა გაამართლონ მათი იმედები ჩემიც სხვათა შორის მეც დიდი ქომაგი ვარ რეგბის მეკო უნდა მომჯობინდეს და სულ მალე ჩვენ ტოლფერ ქვეყნებთან გვაქვს შერკინება და არაფრის დიდებით არანაირი წაგება მხოლოდ მოგება და მოგება
misha
25 ოქტომბერი 2016 14:27
0
კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ეს ყველაფერი არა თქვენგან, არამედ საგამოძიებო ორგანოებიდან უნდა მოდიოდეს. ვიქტორია ეზუგბაიასი შეიძლება დაიჯეროს საზოგადოებამ, შიძლება არა, მაგრამ გამოძიება რატომ დუმს!!! ესაა მთავარი. რაც შეეხება ვიღაც მძღოლი გამოვარდა, შევაედა და ასე შემდეგ, ეს მხოლოდ სიტყვების მარაგია. მტავარია ვინ მოახდინა შეჯახება და არა ის, ვინ გაუკეთა პროვოცირება. კარგია, რომ გარდაცვლილის ახლობლები ჰუმანურად მოიქცნენ, მაგრამ დამნაშავე ვინაა, ხომ უნდა გაცხადდეს ერთხელ და საბოლოოდ!!
სალი
25 ოქტომბერი 2016 14:23
0
ერთადერთი გაუგებარი არის ის, თუ რატომ ვუწოდებთ საზოგადოების ნაწილს ყველას ვინც სადღაც რაღაცას პოსტავს და ჩხავის!
რეზო
25 ოქტომბერი 2016 14:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული