სტეინის ფრანგულმა კლუბმა, პარიზულმა "მეტრო რასინგმა" გამოაქვეყნა კომუნიკე, სადაც ნათქვამია, რომ ფრანსუა სტეინმა ტრავმა ვერ მოირჩინა და საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში "ბრივთან" ვერ ითამაშებს.
"ფრანსუა სტეინი, ანდრეა მასი, ქარიმ გეზელი და სკოტ ზიმერმანი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულან და, შესაბამისად, "მეტრო რასინგის" მწვრთნელმა პიერ ბერბიზიემ სტეინი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა".
სტეინი ვარჯიშს,
საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის მოთხოვნით, კლუბს ამა თუ იმ მოთამაშის თავისი ქვეყნის ნაკრებში გამოძახების მიწვევა მატჩამდე ორი კვირით ადრე უნდა მიუვიდეს. ეს წესი სამხრეთაფრიკელებმა დაარღვიეს და "მეტრო რასინგს" სრული უფლება აქვს, ფრანსუა სტეინი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვას.
მიუხედვად ასეთი არგუმენტებისა, "ბოკეს" ხელმძღვანელობა დაჟინებით მოითხოვს სტეინის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.