აურზაური კუპერის გამო

AutoSharing Option
ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჯონ ონილი შეშფოთებულია "ვოლაბების" ახალგაზრდა მგეზავის ქუადე კუპერის რაგბი ლიგაში, ანუ ცამეტკაცა რაგბიში შესაძლო გადაბარგების გამო.

კუპერი ავსტრალიური რაგბის ამომავალი ვარსკვლავია. ის განსაკუთრებულად შთამბეჭდავად ივნისის ტესტებისას გაისარჯა ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებებთან მატჩებში. 22 წლის მგეზავმა ბრისბენის "რედსში" თამაშზე მხოლოდ სიტყვიერი თანხმობა განაცხადა. მას ოფიციალურად ამ გუნდთან ხელშეკრულება არ აკავშირებს. ამიტომ ავსტრალიის რაგბის კავშირი სასწრაფოდ მოითხოვს, კუპერმა კონტრაქტი გააფორმოს.

ონილს კუპერის რაგბი ლიგაში შესაძლო გადაბარგებაზე დარხეული ხმები სარწმუნოდ მიაჩნია, რადგან მისი მენეჯერები საეჭვო მოლაპარაკებებზე ჰყავთ შემჩნეული.

"ქუადე
კუპერი ამომავალი ვარსკვლავია. ახალგაზრდა კაცია, რომლის დიდებული კარიერა ეს-ესაა, დაიწყო. რატომ უნდა გადავიდეს რაგბი ლიგაში, როცა ჩვენ, თამაშში მთელი მსოფლიო მის ფერხთაა, გაისად კი მსოფლიო თასზე უნდა ითამაშოს. კუპერი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მისგან ამ ჭორების უარმყოფელ ინფორმაციას მივიღებთ" - თქვა ონილმა.
ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელი რობი დინსი კიდევ უფრო იმედიანადაა:

"ქუადეს ვესაუბრე და მითხრა, რომ ძალიან უყვარს რაგბი და უნდა ამ თამაშს ბოლომდე უერთგულოს. დარწმუნებული ვარ, რომ ის რაგბი ლიგაში არ გადავა" - თქვა მან.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული