ექვსი ერი: ინგლისი ფავორიტია

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშების დაწყებამდე ათი დღით ადრე მონაწილე გუნდების კაპიტნები და მწვრთნელები ტრადიციულად შეიკრიბნენ. ამჯერად, მათ ლონდონში ჰარლინგემ კლაბმა უმასპინძლა.

როგორც ექვსი ერის საბჭოს თავმჯდომარემ, პეტ ვილანმა განაცხადა, ტურნირის დასაწყებად ყველაფერი და ყველა მზადაა.

"ჩემთვის დიდი პატივია, დღეს აქ ვიმყოფებოდე. 2016 წლის გათამაშებამ შესანიშნავად ჩაიარა და ინგლისის ნაკრებმა დიდი სლემით მოიგო. ეს ამ გუნდმა პირველად შეძლო 2003 წლის შემდეგ. ასეთი შედეგის მიღწევა ექვსი ერის გათამაშებაში ხშირად არ ხდება.

ვიმედოვნებ, წლეულს მოწინააღმდეგეები ინგლისელებს ამის უფლებას აღარ მისცემენ.

ექვსი ერის გათამაშებაში წლეულს
ახალი, საპრემიო სისტემა დავნერგეთ. ამაზე ლაპარაკი და ზრუნვა დიდი ხანია მიდიოდა. ვფიქრობთ, ახლა ჩვენი ტურნირი მზადაა ამ ცვლილებისთვის, რომელიც მას კიდევ უფრო დაძაბულს და საინტერესოს გახდის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს სპონსორს: შოტლანდიის სამეფო ბანკს, გინესს, ტისოტს და ექსენტარს, რომლებიც ერთგულად გვიჭერენ მხარს მრავალი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას შოტლანდიის სამეფო ბანკთან თანამშრომლობას, რომელიც 15 წელიწადია გვეხმარება და წლეულს მასთან კონტრაქტი გვიმთავრდება", - თქვა შეხვედრაზე პეტ ვილანმა.

წლევანდელ ტურნირში, ისევე, როგორც შარშანდელში, გათამაშების მთავარი ფავორიტი ინგლისის ნაკრებია. თუმცა "პომების" თავკაცი ედი ჯონსი ფრთხილობს.

"ახლა ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ისაა, როგორ დავამარცხოთ საფრანგეთის ნაკრები. თუ ჩვენ ფრანგებს ვძლევთ, მერე ვიფიქრებთ, რა მოვიმოქმედოთ შემდგომში. "ლე ბლო" პროგრესს განიცდის, მშვენიერ გუნდად ყალიბდება. შარშან მას აუცილებლად უნდა მოეგო ავსტრალიისთვის და შეეძლო დაემარცხებინა ახალი ზელანდია.

ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მორაგბეების მომზადების დონით. ნაკრებში ბევრია ძველიც და ახალი მოთამაშეებიც, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ გუნდის წარმატებაში. ორშაბათს საწვრთნელი გარბენი გვქონდა. მეორე დღეს გვქონდა ჰიტ-აუტი და შესანიშნავი საწვრთნელი სესია გამოგვივიდა", - თქვა ედი ჯონსმა.

ინგლისელთა თავკაცი შეხვედრაზე დაშავებული თვალით გამოცხადდა. სააბაზანოში ფეხი დამიცდაო - თქვა. დავუჯეროთ?

ექვსი ერი. I ტური
4 თებერვალი
შოტლანდია-ირლანდია
ინგლისი-საფრანგეთი

5 თებერვალი
იტალია-უელსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წლევანდელი ექვსი ერი ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს ვფიქრობ ირლანდია მოიგებს შოტლანდია უელსს და იტალიას დაამარცხებს საფრანგეთი ბოლოზე გავა იტალია არ ითვლება
მდა
17:49 26-01-2017
0
ეჰ, ექვსი ერის და ზოგადად ბობოლების კუდაბზიკობამ და ცხვირის აბზუებამ უკვე ულამაზო ფორმა მიიღო, ამათ ჰიპოკრიტულობას ზღვარი არ აქვს
ragbi rugbi
00:01 27-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული