ჩვენ ყურადღებას განსკუთრებულად, ცხადია, "პომები" იმსახურებენ. მარტინ ჯონსოსნის სამწყსო, რომელიც ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეა, პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს დანიდინში არგენტინის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ოქლენდში ჟურნალისტებისა და ქომაგების ყურადღების ცენტრში, ცხადია, მგეზავი ჯონი ვილკინსონი იყო, თუმცა იქაური მედიას მხოლოდ ფულბეკი დელონ არმითიჯი გაესაუბრა.
"მსოფლიოს თასის გათამაშება რაგბის
ამასთან, საკმაოდ დიდი კონკურენციაა ფულბეკის პოზიციაზე ინგლისის ნაკრებშიც. თავად განსაჯეთ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი რომ დაიკავო, ბენ ფოდენს, კრის ეშტონს და მარკ კუეტოს უნდა აჯობო. ახლა მთლიანად კონცენტრირებული ვარ იმაზე, რომ შევძლო არგენტინის ნაკრებთან ძირითად შემადგენლობაში ვითამაშო. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მწვრთნელი რა პოზიციაზე დამაყენებს, ფულბეკად თუ გარემარბად, მე უბრალოდ, თამაში მინდა.
ყოველთვის, როცა მწვრთნელი ნდობას მიცხადებს, ვცდილობ კარგად ვითამაშო, თუ სათადარიგოთა სკამზე, ან სულაც ტრიბუნაზე დამსვავენ, დაე ეგრე იყოს. იმ დღეს დავივიწყებ და მომავალ მატჩზე ვიფიქრებ" - თქვა დელონ არმითიჯმა.
ინგლისის ნაკრები ოქლენდში 4 სექტემბრამდე დარჩებიან, მერე კი დანიდინში გადაბარგდებიან, სადაც, როგორც უკვე ვთქვით, ურთულესი მატჩი ელით არგენტინის საკამოდ ძლიერ და ამბიციურ ნაკრებთან.
ამის შემდეგ "პომები" გეზს ქვინზთაუნისკენ აიღებენ, სადაც 16 სექტემბრამდე დაჰყოფენ, მერე კი ისევ დანიდინში დაბრუნდებიან და 18 სექტემბერს "ბორჯღალოსნებს" დაუპირისპირდებიან.
ინგლისის ნაკრები
შერკინება: დენ კოლი, ალექს კორბიშერო, ენდრიუ შერიდანი, მეთ სტივენსი, დევიდ ვილსონი, დილან ჰართლი, ლი მაერასი, სტივ თომსონი, ლუის დიკონი, კორტნი ლოუ, ტომ პალმერი, საიმონ შოუ, ტომ კროფტი, ნიკ ისტერი, ჯეომზ ჰესკელი, ლუის მუდი, ტომ ვუდი.
უკანა ხაზი: დელონ არმითიჯი, ბენ ფოდენი, კრის ეშტონი, მარკ კუეტო, მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰეპი, მაიკ თონდოლი, მანუ ტუილაგი, ტობი ფლუდი, ჯონი ვილკინსონი, ჯო სიმპსონი, რიჩრად წაიგელსვორსი, ბენ იანგზი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"