აღსანიშნავია, რომ "ლე ბლომ" ზედიზედ მეორედ ითამაშა საკუთარ მოედანზე. ფრანგებმა, ამჯერად, "სტად დე ფრანსზე" იტალიის ნაკრებს უმასპინძლეს და 30:10 მოუგეს. მასპინძლებს, ცხადია, კარგად ახსოვდათ შარშანდელი წყენა.
საფრანგეთის ნაკრებმა იტალიასთან გასვლით მატჩში წააგო და საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდა.
ფილიპ სენტ-ანდრეს სამწყსო დასაწყისიდანვე შეეცადა უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 26-ე წუთზე შეძლო.
თავდაპირველად "ლე ბლოს"
შესვენების შემდეგ "ლე ბლო" კიდევ უფრო მძლავრად ამოქმედდა და სამი ლელო გაიტანა. იტალიელებმა ამაზეც ერთით უპასუხეს, რაც, ცხადია, მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ იყო.
ფრანგებმა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრულფასოვანი რევანში აიღეს.
დიდი ბრძოლის მოლოდინი იყო დუბლინში, სადაც ირლანდიის ნაკრებმა "ავივა სთედიუმზე" შარშანდელ გამარჯვებულ უელსის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა. "სამყურებმა" მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 26:3 დაამარცხეს.
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა. თავად განსაჯეთ, უელსის ნაკრებმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და შემტევი რაგბის მიმდევარია, ქულების აღება მხოლოდ მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე მოახერხა. პირველი ნახევარი კი მასპინძლებმა 13:0 მოიგეს.
"სამყურების" შემადგენლობაში გამორჩეულნი მგეზავები იყვნენ. ჯონათან სექსტონმა "წითელ ურჩხულებს" ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაუტანა (14 ქულა). მისმა შემცვლელმა პედი ჯეკსონმა კი ექვს წუთში ერთი ლელოსა და გარდასახვის გატანა მოასწრო (7 ქულა). ერთი ლელოც მესამეხაზელი კრის ანრის ანგარიშზეა.
სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა ინგლისის ნაკრებს სტუმრად, "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან. "პომებმა" ყველა ღონე იხმარეს, რათა მეტოქე მშრალი ანგარიშით დაემარცხებინათ. სტუმრებმა საბოლოოდ "ნარშავებს" ორი ლელო გაუტანეს და 20:0 მოუგეს.
მომდევნო, მესამე ტურში ლიდერებს გასვლითი, საკმაოდ მძიმე მატჩები ელით. საფრანგეთის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელიც ყველანაირად ეცდება შექმნილი სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას. "ლე ბლოსთვის" ეს მატჩი დიდი გამოცდა იქნება.
კიდევ უფრო მძიმე ბრძოლა ელის ირლანდიის ნაკრებს, რომელიც "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ეთამაშება. სწორედ ამ მატჩში გამოჩნდება, რამდენად საფუძვლიანია "სამყურების" საჩემპიონო ამბიციები.
სიმბოლური ნაკრები: 15. ბრის დულინი (საფრანგეთი), 14. ენდრიუ ტრიმბლი (ირლანდია), 13. ლუთერ ბარელი (ინგლისი), 12. ვესლი ფოფანა (საფრანგეთი), 11. ჯონი მეი (ინგლისი), 10. ჯონათან სექსტონი (ირლანდია), 9. კონორ მურეი (ირლანდია). 1. ალბერტო დე მარკი (იტალია), 2. რორი ბესტი (ირლანდია), 3. მარტინ კასტროჯოვანი (იტალია), 4. პასკალ პაპე (საფრანგეთი), 5. კორტნი ლუისი (ინგლისი), 6. პიტერ ომაჰონი (ირლანდია), 7. კრის ჰენრი (ირლანდია), 8. ლუი პიკამოლი (საფრანგეთი).
II ტური
ირლანდია-უელსი 26:3
ირლანდია: 2ლ - ანრი, ჯეკსონი. 4ს,გ - სექსტონი. გ - ჯეკსონი.
უელსი: ს - ჰალპფენი.
შოტლანდია-ინგლისი 0:20
შოტლანდია: სინბინი - დანბარი.
ინგლისი: 2ლ - ბარელი, ბრაუნი. 2გ,ს,ა - ფარელი.
საფრანგეთი-იტალია 30:10
საფრანგეთი: 3ლ - პიკამოლი, ფოფანა, ბონევალი. 3ს,3გ - დუსანი.
სინბინი: ვაჰამაჰინა.
გაძევება: სლიმანი
იტალია: ლ - იანონე. გ - ორკერა. ს - ალანი.
გაძევება: რიზო.
სატურნირო მდგომარეობა
1. ირლანდია - 4 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ინგლისი - 2, 4. უელსი - 2, 5. იტალია - 0, 6. შოტლანდია - 0.
III ტური
უელსი-საფრანგეთი, იტალია-შოტლანდია, ინგლისი-ირლანდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"