გეთლენდი ჰართლს უფრთხის

AutoSharing Option
ექვსი ერის გათამაშება 4 თებერვალს კარდიფში, "მილენიუმზე" უელსისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებების მატჩით გაიხსნება. პირველ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს.

უელსელთა თავკაცმა უორენ გეთლენდმა, სანამ ნაკრების შემადგენლობას დაასახელებდა, კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს ინგლისის ნაკრების პირველხაზელს, დილან ჰართლის. ეს უკანასკნელი, როგორც მოსალოდნელია, "პომების" ძირითად შემადგენლობაში იქნება ენდრიუ შერიდანთან და დენ კოულთან ერთად.

"ჰართლიმ თავისი საქციელით, "კარდიფ ბლუზსა" და "ნორსჰემპთონს შორის გამართულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშების ამასწინდელ შეხვედრაში, უელსელთა შორის მოწონება ვერ დაიმსახურა. მაშინ ის და კარდიფელი გერეთ ვილიამსი არბიტრმა
სინბინში გაუშვა. რიჩი რისს კი იმ ინციდენტის გამო 12-კვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ჰართლი, ვშიშობ, უელსის ნაკრებთან მატჩშიდაც არ მოისვენებს. მართალია, ორი წამყვანი პირველხაზელი, ჯენთინ ჯენკინსი და ადამ ჯოუნზი დაგვაკლდებიან, მაგრამ ჩვენი შერკინება მეტოქეზე უფრო მძლავრია. "პომების" პირველი ხაზი ნაკლებად მობილურია და, მეორეხაზელების, ტომ კროფტისა და კორტნი ლოუს გარეშე საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამიტომ, საკუთარ მოედანზე ჩვენი გუნდი ფავორიტია და იმედი მაქვს, ყველა მოთამაშეს კარგად ექნება ეს გაცნობიერებული. 4 თებერვალს, "მილენიუმზე" დიდი მატჩი გველოდება", - თქვა უორენ გეთლენდმა

უელსის ნაკრები
შერკინება: პაულ ჯეიმზი, ჯონ იაპი, კრეიგ მიტჩელი, რაიან ბევინგტონი, სკოტ ენდრიუ, მეტიუ რისი, რიჩარდ ჰიბარი, ალუნ ვინ ჯოუნზი, ბრედლი დევისი, რაიან ჯოუნზი, სემ ვერბარტონი, ჯონათან თომასი, ენდი პოუელი, ჯოშ ტურნბული, ტობი ფალეტაუ, დენ ლიდიატე.
უკანა ხაზი: მაიკ ფილიპსი, დუეინ პილი, ტევის კნოლი, სტივენ ჯოუნზი, რის პრისტლენდი, ჯეიმზ ჰუკი, ჯიმი რობერტსი, ჯონათან დევისი, შეინ ვილიამსი, მორგან სტოდარტ, ლეიგ ჰელფპენი, ლი ბირნი.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარტინ ჯონსონი იძულებული გახდა ეროვნულ გუნდში ოთხი ცვლილება განეხორციელებინა. მან ნაკრებში, პორტუგალიაში გასამართ საწვრთნელ შეკრებაზე "ნორსჰემპთონის" მესამეხაზელები ტომ ვუდი და ფილ დოუსონი იხმო.

მათ გარდა ინგლისის ნაკრებში იქნებიან "ლესტერის" მეორეხაზელი ჯონ სკივინგტონი და "ბასის" ფულბეკი ნიკ აბენდენონი. ცვლილებები აუცილებელი გახდა, ვინაიდან დაშავდნენ და ნაკრებს ვერაფრით დაეხამრებიან კაპიტანი ლუის მუდი, ტომ კროფტი და კორტნი ლოუ. "ემლინ ჩელენჯ კაპზე" რუმინულ "ბუქარესტთან" მატჩში დაშავდა და უელსელებთან, სვარაუდოდ, ვერ ითამაშებს ლიდსელი ჰენრი ფური.

ინგლისის ნაკრები
შერკინება: ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ტომ კროფტი, ლუის დიკონი, პაულ დურენ-ჯოუნზი, ფილ დოუსონი, ნიკ ისთერი, ჰენრი ფური, დილან ჰართლი, ჯეიმზ ჰესკელი, კორტნი ლოუ, ლუის მუდი, თომ პელმერი, ტიმ პაინი, საიმონ შოუ, ენდრიუ შერიდანი, ჯორჯ სკივინგტონი, სტივ თომპსონი, ჯო ვორსლი.
უკანა ხაზი: ნიკ აბენდენონი, დელონ არმითიჯი, კრის ეშტონი, მეთ ბანაჰანი, დენ კერი, მარკ კუეტო, ტობი ფლუდი, რიკი ფლატი, ბენ ფოდენი, შონთაი ჰეპი, ჩარლი ჰოჯსონი, ჯო სიმპსონი, დევიდ სტრიტლი, მაიკ თინდოლი, ჯონი ვილკინსონი, ბენ იანგზი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული