შვიდკაცა რაგბი. ევროპის ჩემპიონატი: ქალები მეცხრეზე, კაცები ბოლოზე

AutoSharing Option
შვიდკაცა რაგბიში საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში იასპარეზა და მე-9 ადგილი დაიკავა. ჩვენი გუნდი ამ დივიზიონში წლეულს პირველად ასპარეზობდა.

გათამაშებაში მონაწილე 12 გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული. ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა. პირველი ორი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩვენმა მორაგბეებმა დაძაბულ, თითქმის თანაბარ ბრძოლაში წააგეს, ჯერ პოლონეთის ნაკრებთან 7:15, მერე ხორვატებთან - 5:12.

გარდამტეხი ჩვენი ნაკრებისთვის მესამე შეხვედრა გამოდგა. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ფავორიტი, შვედეთის ნაკრები დაამარცხეს მშრალი ანგარიშით - 19:0. შვედებმა, მიუხედავად ამ მარცხისა, ჯგუფში საბოლოოდ
მაინც პირველი ადგილი დაიკავეს, ტურნირის ფინალში გააღწიეს და იქ ბელგიის ნაკრებთან დამარცხდნენ.

თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ შვედებმა ბელგიელებთან ერთად მომავალ წელს ელიტაში, ევროპის სერიის გრანპრიზე იასპარეზონ.

მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით სძლია ავსტრიის გუნდს - 31:0, თუმცა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში ასევე დიდი ანგარიშით წააგო რუმინეთის ნაკრებთან - 0:55.

შედეგად, ჩვენმა ქალებმა A ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს და ფიალისთვის, ანუ ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძეს.

ფიალის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა უნგრელებს მშრალი ანგარიშით მოუგო - 31:0. ფინალში კი ასევე მშრალად დაამარცხა დანია - 28:0.

ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ფიალა მოიპოვა და A დივიზიონში ადგილიც შეინარჩუნა.

ჯგუფი
საქართველო-პოლონეთი 7:15, საქართველო-ხორვატია 5:12, საქართველო-შვედეთი 19:0, საქართველო-ავსტრია 31:0, საქართველო-რუმინეთი 0:55.

სატურნირო მდგომარეობა:
1. შვედეთი - 13 ქულა, 2. პოლონეთი - 13, 3. ხორვატია - 11, 4. რუმინეთი - 9, 5. საქართველო - 9, 6. ავსტრია - 5.

IX ადგილისთვის
ნახევარფინალი
საქართველო-უნგრეთი 31:0
ავსტრია-დანია 7:22

ფინალი
საქართველო-დანია 28:0

საბოლოო მდგომარეობა:
1. ბელგია, 2. შვედეთი, 3. ჩეხეთი, 4. პოლონეთი, 5. მოლდოვა, 6. შვეიცარია, 7. რუმინეთი, 8. ხორვატია, 9. საქართველო, 10. დანია, 11. ავსტრია, 12. უნგრეთი.

* * *
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი საფრანგეთის ქალაქ ლიონში იასპარეზა და ბოლო ადგილზე გავიდა.

ჯგუფურ ტურნირში ჩვენმა გუნდმა ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" უკრაინის ნაკრები დაამარცხეს - 34:5.

საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება, თუმცა აქაც ხელი მოეცარა. ჩვენი გუნდი ჯერ იტალიის ნაკრებთან დამარცხდა - 7:19. მერე კი უკრაინის გუნდთან ვერას გახდა - 7:12.

ეს შეჯიბრება ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც მოსკოვში 28-30 ივნისს გაიმართება.

ჯგუფი
საქართველო-ესპანეთი 7:26, საქართველო-რუმინეთი 10:26, საქართველო-ინგლისი 12:20, საქართველო-უკრაინა 34:5, საქართველო-უელსი 7:40

სატურნირო მდგომარეობა:
1. უელსი - 15 ქულა, 2. ინგლისი - 13, 3. რუმინეთი - 9, 4. ესპანეთი - 9, 5. საქართველო - 7, 6. უკრაინა - 7.

IX ადგილისთვის
ნახევარფინალი
საქართველო-იტალია 7:19
უკრაინა-გერმანია 7:12

XI ადგილისთვის
საქართველო-უკრაინა 5:19

საბოლოო მდგომარეობა:
1. ინგლისი, 2. იტალია, 3. საფრანგეთი, 4. უელსი, 5. პოტუგალია, 6. შოტლანდია, 7. ესპანეთი, 8. რუმინეთი, 9. იტალია, 10. გერმანია, 11. უკრაინა, 12. საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე ცოტა უფრო ზუსტად თუ ისწავლის წერა კიტხვა სტატიის ავტორი და თამაშის ოქმებს გაეცნობა ხეირიანად ნაკლებ სისულელეებს დაწერს და შეცდომები არ მოუვა
0

სიახლეები პოპულარული