გათამაშებაში მონაწილე 12 გუნდი ორ ჯგუფში იყო განაწილებული. ჩვენი გუნდი A ჯგუფში მოხვდა. პირველი ორი შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ჩვენმა მორაგბეებმა დაძაბულ, თითქმის თანაბარ ბრძოლაში წააგეს, ჯერ პოლონეთის ნაკრებთან 7:15, მერე ხორვატებთან - 5:12.
გარდამტეხი ჩვენი ნაკრებისთვის მესამე შეხვედრა გამოდგა. ქართველმა მორაგბეებმა ტურნირის ფავორიტი, შვედეთის ნაკრები დაამარცხეს მშრალი ანგარიშით - 19:0. შვედებმა, მიუხედავად ამ მარცხისა, ჯგუფში საბოლოოდ
თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ შვედებმა ბელგიელებთან ერთად მომავალ წელს ელიტაში, ევროპის სერიის გრანპრიზე იასპარეზონ.
მეოთხე მატჩში საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით სძლია ავსტრიის გუნდს - 31:0, თუმცა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრაში ასევე დიდი ანგარიშით წააგო რუმინეთის ნაკრებთან - 0:55.
შედეგად, ჩვენმა ქალებმა A ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს და ფიალისთვის, ანუ ტურნირზე მე-9 ადგილისთვის ბრძოლა განაგრძეს.
ფიალის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა უნგრელებს მშრალი ანგარიშით მოუგო - 31:0. ფინალში კი ასევე მშრალად დაამარცხა დანია - 28:0.
ამრიგად, ჩვენმა გუნდმა ფიალა მოიპოვა და A დივიზიონში ადგილიც შეინარჩუნა.
ჯგუფი
საქართველო-პოლონეთი 7:15, საქართველო-ხორვატია 5:12, საქართველო-შვედეთი 19:0, საქართველო-ავსტრია 31:0, საქართველო-რუმინეთი 0:55.
სატურნირო მდგომარეობა:
1. შვედეთი - 13 ქულა, 2. პოლონეთი - 13, 3. ხორვატია - 11, 4. რუმინეთი - 9, 5. საქართველო - 9, 6. ავსტრია - 5.
IX ადგილისთვის
ნახევარფინალი
საქართველო-უნგრეთი 31:0
ავსტრია-დანია 7:22
ფინალი
საქართველო-დანია 28:0
საბოლოო მდგომარეობა:
1. ბელგია, 2. შვედეთი, 3. ჩეხეთი, 4. პოლონეთი, 5. მოლდოვა, 6. შვეიცარია, 7. რუმინეთი, 8. ხორვატია, 9. საქართველო, 10. დანია, 11. ავსტრია, 12. უნგრეთი.
* * *
საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა კი საფრანგეთის ქალაქ ლიონში იასპარეზა და ბოლო ადგილზე გავიდა.
ჯგუფურ ტურნირში ჩვენმა გუნდმა ხუთი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" უკრაინის ნაკრები დაამარცხეს - 34:5.
საქართველოს ნაკრები ამის შემდეგ მე-9 ადგილისთვის ბრძოლაში ჩაება, თუმცა აქაც ხელი მოეცარა. ჩვენი გუნდი ჯერ იტალიის ნაკრებთან დამარცხდა - 7:19. მერე კი უკრაინის გუნდთან ვერას გახდა - 7:12.
ეს შეჯიბრება ქართველი მორაგბეებისთვის ბოლო რეპეტიცია იყო მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, რომელიც მოსკოვში 28-30 ივნისს გაიმართება.
ჯგუფი
საქართველო-ესპანეთი 7:26, საქართველო-რუმინეთი 10:26, საქართველო-ინგლისი 12:20, საქართველო-უკრაინა 34:5, საქართველო-უელსი 7:40
სატურნირო მდგომარეობა:
1. უელსი - 15 ქულა, 2. ინგლისი - 13, 3. რუმინეთი - 9, 4. ესპანეთი - 9, 5. საქართველო - 7, 6. უკრაინა - 7.
IX ადგილისთვის
ნახევარფინალი
საქართველო-იტალია 7:19
უკრაინა-გერმანია 7:12
XI ადგილისთვის
საქართველო-უკრაინა 5:19
საბოლოო მდგომარეობა:
1. ინგლისი, 2. იტალია, 3. საფრანგეთი, 4. უელსი, 5. პოტუგალია, 6. შოტლანდია, 7. ესპანეთი, 8. რუმინეთი, 9. იტალია, 10. გერმანია, 11. უკრაინა, 12. საქართველო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"