სებასტიან შაბალი ავსტრალიაში ითამაშებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი სებასტიან შაბალი, რომელიც კლუბმა "მეტრო რასინგმა" ათი დღით მოკვეთა, ავსტრალიაში გაემგზავრება და იქ სიდნეის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქის გუნდ "ბალმაინში", ქვეყნის ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გათამაშებაში ერთ შეხვედრაში ითამაშებს.

შაბალი ავსტრალიაში ალბათ არ დარჩება სათამაშოდ, რადგან ზე რაგბიში მოასპარეზე "რედსის" ხელმძღვანელებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ მასთან კონტრაქტის გაფორმებას.

როგორც "ბალმაინის" პრეზიდენტმა უორენ ლივინგსტონმა თქვა:

"შაბალი ავსტრალიაში საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უნდა ჩამოსულიყო, თუმცა ვინაიდან ის "მეტრო რასინგიდან" წასვლას აპირებს, ამ ამბავმა მისი ვიზიტი დააჩქარა"

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული