რუსები ერთა თასისთვის ქართველებთან ერთად ემზადებიან

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები, რომელიც 25 თებერვალს ერთა თასის გათამაშების მე-3 ტურის მატჩში შინ რუმინეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშება, საწვრთნელ შეკრებას 19 თებერვლიდან სოჭში იწყებს. რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა 29 მორაგებს უხმო.

რუსთა გუნდში ისევ არის სამი ქართველი. ჯოუნზმა ამჯერად შეკრებაზე არ გამოიძახა ვიქტორ კობზევი, რომან კოკორინი, კირილ კოპეშკინი, იგორ კურაშოვი, ალექსეი პანასენკო, სტანსლავ სელსკი, მაქსიმ სტრუზი და არტიომ ფატახოვი.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა ფრანგული "კასტრის" მეორეხაზელი კირილ კულემინი. რომელმაც ბოლოს რუსთა ნაკრბში 2010 წლის თებერვალში ით
ამაშა.
ჯოუნზი ინგლისში მოთამაშე ლეგიონერებს ამ ქვეყნის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩების გამართვის შემდეგ გამოიძახებს.

რუსეთის ნაკრები: დენის ანტონოვი, მიხაილ ბაბაევი, ვლადიმერ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ბოტვინნიკოვი, ალექსეი ვოლკოვი, ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, დიმიტრი გერასიმოვი, გერმან გოდლიუკი, ინოკენტი ზიკოვი, ანდრეი იგრეცოვი, პაველ კვერნაძე, ივან კოტოვი, კირილ კულემინი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ნიკიტა მედკოვი, ბლადიმირ ოსტროუშკო, ანტონ რიაბოვი, დენის სიმპლიკევიჩი, ანტონ სინიცინი, ანდერეი ტემნოვი, ევგენი ტიტოვი, სერგეი ტრიშინი, ვალერი ცნობილაძე, გრიგორი ცნობილაძე, ალექსანდრ შაკიროვი, ალექსანდრ იანუშკინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული