მთვრალი ინგლისელი მორაგბე ქუჩაში მოშარდვისთვის დააკავეს

AutoSharing Option
ცნობილი ინგლისელი მორაგბე დენი კერი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ინგლისის ნაკრების მორაგბე უკვე მესამედ დააკავეს და ყველა შემთხვევაში ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ამჯერად მთვრალი კერი ლიდსის ერთ-ერთ ქუჩაზე პოლიციელებმა მაშინ შენიშნეს, როცა ის სასტუმროსთან შარდავდა.

მორაგბის თქმით, ის ტაქსით შინ მიდიოდა და მოშარდვა მოუნდა. მან ტაქსი ერთ-ერთ სასტუმროსთან გააჩერა და შენობის უკან ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება სცადა.

ამ შემთხვევის გარდა, კერი ახალ წელსაც დააკავეს, მაშინ მორაგბე 3 ათასი ფუნტით დააჯარიმეს და მართვის მოწმობა 16 თვით ჩამოართვეს.
ამის გამო კერი ინგლისის ნაკრების განაცხადშიც ვერ მოხვდა, რომელიც ექვსი ერის გათამაშებისთვის ემზადებოდა.

შარშან დეკემბრეში კერი 80 ათასი ფუნტით დააჯარიმეს, მას შემდეგ, რაც ის ქუჩაში მთვრალი იპოვეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული