"პომების" რენომე 2012 წლის ექვსი ერის გათამაშებაში აღსდგა. ინგლისელებმა ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგეს და მეორე ადგილზე გავიდნენ. მაინც რამ გამოიწვია გუნდის ასეთი გარდაქმნა? ინგლისის რაგბის კავშირმა გუნდს დროებით მწვრთნელად ინგლისის A ნაკრების თავკაცი სტიუარტ ლანკასტერი დანიშნა. მისი ასისტენტები ქვეყნის ჩემპიონის, "სარასენზის" მწვრთნელი ენდი ფარელი და
ამ სამეულმა მთავარი სამუშაოს შესრულება შეძლო. შექმნეს გუნდის ბირთვი და დაამყარეს რკინისებური დისციპლინა. მათ შთაუნერგეს მორაგბეებს, რომ ინგლისის ნაკრების კვართის ღირსების დაცვა უწინარესი მოვალეობა და უდიდესი პატივია.
ლიდსში გამართულ საწვრთნელ ბანაკში "პომებს" კევინ სინფილდი და ჰარი ნევილი ეწვივნენ და დიდხანს ისაუბრეს თემაზე, თუ რას ნიშნავს, წარმოადგენდე შენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე.
ახალი მორაგბეების: ოუენ ფარელის, ჯეფ პერლინგისა და ბენ მორგანის მისვლით ინგლისელთა გუნდი უფრო ხალასი, ბრძოლისუნარიანი გახდა. შოტლანდიასთან გაჭირვებით მოგების შემდეგ "პომებმა" თამაშის ხარისხი ნელ-ნელა გააუმჯობესეს და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს იტალიის, საფრანგეთისა და ირლანდიის ნაკრებები.
ლანკასტერსა და კომპანიას დიდი სლემის შესრულებაც შეეძლოთ. უელსთან მატჩში არბიტრს დევიდ სტრიტლის მიერ გატანილი ლელო რომ ჩაეთვალა, ტრიუმფატორი დღეს სულ სხვა ქვეყანა იქნებოდა.
დღესდღეობით ინგლისელები ელოდებიან, დატოვებენ თუ არა სტიუარტ ლანკასტერს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად. მისი ასისტენტების ამბავი ცნობილია: ფარელი ისევ "სარასენზში" ბრუნდება, რაუნტრიმ კი განაცხადა: "არ მინდა რამე შევცვალო".
აღსანიშნავია, რომ მისი კონკურენტი სამხრეთაფრიკელი ნიკ მალეტია. ახლა ყველაფერი იმ ხუთკაციან კომისიაზეა დამოკიდებული, რომელიც იანვრიდან მოყოლებული ნაკრების მწვრთნელის შესაფერის კანდიდატს ეძებს. ცხადია, კომისიის წევრებზე ფული ფუჭად დაიხარჯა. ნაკრების მომავალი მწვრთნელის ყველაზე რეალური კანდიდატი ხომ თავიდანვე ცნობილი იყო - ეს ლანკასტერია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"