მაქსიმ მერმოსი "ტულონის" არმიას შეუერთდა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების შუამარბი, ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალისტი მაქსიმ მერმოსი "პერპინიანს" ტოვებს.

25 წლის მორაგბემ ეროვნულ გუნდში 17 კეპი მოიხვეჭა. მისი გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა, მათ შორის, "მონპელიესა" და "სტად ფრანსეს". მერმოსმა კი საბოლოოდ არჩევანი "ტულონზე" გააკეთა. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც "ნატალ შარქსში" მოთამაშე ფრედერიკ მიშალაკმა "ტულონში" ასპარეზობაზე თანხმობა განაცხადა.

"მოლაპარაკება ძალიან გაჭიანურდა. ის მერყეობდა, უნდოდა "პერპინიანში" დარჩენა. საკმაოდ სარფიან პირობებს სთავაზობდნენ "მონპელიე" და "სტად ფრანსე", მაგრამ, როცა განაცხადა, რომ "ტულონში" თამაში უნდა, კონტრაქტი ძალიან სწრაფად
გავაფორმეთ" - თქვა "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

აღსანიშნავია, რომ მერმოსის პოზიციაზე "ტულონში" უკვე ირიცხებიან მატიო ბასტარო, მეთ გიტო და გაბრიელ ლოვობალავუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული