![](https://sportall.ge/pictures/image5/f9d0e0a9caeade4c8d0247dabc81d250.jpg)
შეინ ვილიამსი ივნისის დასაწყისში კარდიფში, "მილენიუმზე", "ბარბარისების" შემადგენლობაში თავისი ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მას მიაჩნია, რომ მარტინი იმსახურებს, ითამაშოს უელსის ნაკრებში და "ასიანთა კლუბს" შეუერთდეს, რომელშიც უკვე არიან სტივენ ჯოუნზი და გარეთ ტომასი.
ეს კი უელსის ნაკრებ
"ძალიან კარგი იქნება, მარტინი ნაკრებში მე-100 კეპს თუ მოიხვეჭს. განა ასე არ არის? წარმომიდგენია, მე რომ 99 კეპი მქონდეს, რა განწყობა მექნებოდა. ერთი თამაში რა ბედენაა. მან უელსურ რაგბის უდიდესი სამსახური გაუწია. დარწმუნებული ვარ, უელსური რაგბის თემში ძალიან ბევრი დამეთანხმება.
აღსრულდება თუ არა ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა, ახლა რობ ჰოულიზეა დამოკიდებული. მან უნდა გადაწყვიტოს, ჩაიწერება თუ არა კიდევ ერთი შესანიშნავი ფურცელი უელსური რაგბის ისტორიაში" - თქვა შეინ ვილიამსმა.
შეგახსენებთ, რომ თავის 99-ე მატჩში მარტინ ვილიამსმა უელსის ნაკრებს არგენტინის ეროვნულ გუნდთან უკაპიტნა.
გამარჯვების მიუხედავად, 36 წლის მარტინი ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასზე ვერ მოხვდა. გეთლენდმა ის 30-კაციან განაცხადში არ შეიყვანა.
ამჯერად მდგომარეობა ასეთია - უელსელთა ამჟამინდელი კაპიტანი სემ ვერბარტონი ტრავმირებულია და, როგორც ჩანს, ივნისის ტესტებზე ვერ ითამაშებს. მის ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სავარაუდოდ, ჯასტინ ტიპურიჩი დაიკავებს.
მისი დუბლიორის ვინაობა კი ჯერ გაურკვეველია. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ნაკრებში მარტინ ვილიამსი მართლაც იხმონ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"