აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სრული სია, რადგან რამდენიმე პოზიცია კიდნიმ ვაკანტურად გამოაცხადა.
"სამყურებს" დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ლიდერი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში წლეულს პირველად ითამაშებს. ის ახალ ზელანდიაში ჩვეულ, კაპიტნის ამპლუაში წარდგება. გუნდში სამი დებიუტანტია: დეკლან ფიცპატრიკი, მაიკლ შერი და საიმონ ზებო.
ოდრისკოლი და კომპანია პირველ მატჩს "ოლ ბლექსთან" ოქლენში, "ედენ პარკზე" 9 ივნისს გამართავს. მეორე თამაში ქრაისთჩერჩში
ირლანდიის ნაკრები
შერკინება: რორი ბესტი, სტივენ ფერისი, დეკლან ფიცპატრიკი, დენ ტოი (ოთხივე - ალსტერი), შონ კრონინი, კაინ ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, შონ ობარიანი, მაიკ როსი (ხუთივე - ლენსტერი), დონჩა ოკალაჰანი, პიტერ ომაჰონი, დონჩა რაიანი, მაიკ შერი (ოთხივე - მანსტერი).
უკანა ხაზი: დარენ კევი, ენდრიუ ტრიმბლი (ორივე - ალსტერი), გორდონ დარსი, რობ კირნი, ფერგიუს მაკფოდენი, ბრაიან ოდრისკოლი, ევან რედანი, ჯონათან სექსტონი (ექვსივე - ლენსტერი), ქის ირლზი, კონორ მურეი, რონან ოგარა, საიმონ ზებო (ოთხივე - მანსტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"