პლეი ოფის წინ: მურად ბურჯელალი არ შეიწყალეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯის, დავით ქუბრიაშვილის "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი მიმდინარე წლის 8 იანვარს საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა 130-დღიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტმა პიერ ივ რევოლმა სადისციპლინო კომიტეტს თხოვნით მიმართა, ბურჯელალისთვის სასჯელი მოეხსნა. სადისციპლინო კომიტეტმა პრეზიდენტის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბურჯელალს დისკვალიფიკაცია მსაჯის შეურაცხყოფის გამო მიუსაჯეს. არბიტრი კი რაგბიში ხელშეუხებელია.

"ტულონი" ამ უქმეებზე საფრანგეთის ჩემპიონატის ნახევარფინალის შესარჩევ მატჩში შინ პარიზულ "მეტრო რასინგს" მიიღებს.

"სამწუხაროა, რომ სადისციპლინო კომიტეტმა კეთილი ნება არ გამოიჩინა. ფინალი ხომ ზეიმია. ვფიქრობ, მასში
კლუბის პრეზიდენტს, რომელიც რაგბის განვითარებისთვის სახსრებს არ იშურებს, უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს. მით უფრო, რომ იმ ავადსახსენებელი ინციდენტის შემდეგ ბურჯელალი ძალიან კორექტულად იქცევა.

მე ხომ არ მითხოვია მოთამაშის ან მწვრთნელის შეწყალება?! ის კლუბის პრეზიდენტია და, ამდენად, სპორტული პრინციპი არ ირღვევა. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ გვანახა ყველას, რომ სადისციპლინო კომიტეტი ნამდვილად დამოუკიდებელი ორგანოა"
- თქვა პიერ ივ რევოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული