მორაგბემ ბრაიან ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო [VIDEO]

AutoSharing Option
სამხრეთაფრიკელი ვინგერი ბრაიან ჰაბანა სპორტის ამ სახეობაში უსწრაფეს ადამიანად ითვლება, მაგრამ რამდენად სწრაფია ის, როცა საქმე... თვითმფრინავთან გაჯიბრებას ეხება?

როგორც აღმოჩნდა, ჰაბანა ქურციკივით სწრაფია, მან "ეერბასს" გაასწრო.

ჰაბანა 30 წლისაა და ახლა "ტულონში" თამაშობს. მას სურდა ჩვენება, რომ სისწრაფე არსად დაუკარგავს და ახალგაზრდულად მარდია.

სხვათა შორის, სასტარტო დროშა (რომელიც სამხრეთ აფრიკის დროშის ფერებში იყო) მიკ ჯაგერის ქალიშვილმა ჯორჯია მეიმ ააფრიალა.

უკეთესი სტარტის წყალობით ჰაბანამ თვითმფრინავს გაასწრო!

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენი ფეხბურთელები და მორაგბეები ასე რომ დარბოდნენ?!
guja_kakhadze
14:20 03-08-2013
0
მაგ დორტმუნდის ფეხბურთელს ობამეიანგი ქვია,39 მეტრს ბოლტზე სწრაფად გარბის მართლა ძაან სწრაფია
giorgi
16:38 03-08-2013
0

სიახლეები პოპულარული