უელსელ ლეგიონერებს შესაძლოა ნაკრებში თამაში აუკრძალონ

AutoSharing Option
უელსის რაგბის ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი როჯერ ლუისი წინააღმდეგი გახლავთ, რომ წამყვანმა უელსელმა მორაგბეებმა პროფესიონალური კარიერა საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ გააგრძელონ.

"უელსის რაგბის ფედერაციამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის ოთხ წამყვან რეგიონში სოლიდური თანხა დახარჯა რაგბის განვითარებასა და პოპულარიზაციისათვის.

ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა, თუ როგორ მივაღწიოთ წარმატებას - პირველ რიგში უელსურ კლუბებში უნდა გაიზარდოს კონკურენცია და ყველანაირი ხერხით ხელი შევუშალოთ პერსპექტიული მორაგბეების გადინებას საზღვრებს გარეთ.

მაგალითად: ვინც ლეგიონერის სტატუსით ისარგებლებს, მისთვის ნაკრების კარები დაიხურება".

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში სამმა უელსელმა მორაგბემ გადაწყვიტა საზღვარგარეთ
თამაში: ჯორჯ ნორტი "ნორტჰემპტონში" გადაბარგდა, ჯეიმი რობერტსმა და დენ ლიდიეიტმა კი ფრანგული "მეტრო რასინგ 92"-ის ფორმა მოირგეს.

გიორგი ბარბაქაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული