რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) ამიერიდან "მსოფლიო რაგბი" (World Rugby) ერქმევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაგბის საერთაშორისო საბჭო IRB-ს ამიერიდან "მსოფლიო რაგბი" World Rugby ეწოდება.

"მსოფლიო რაგბის" ლოგოსა და ბრენდის პრეზენტაცია "მსოფლიო რაგბის კონფერენცია-გამოფენაზე" მოხდა, რომელიც 17 და 18 ნოემბერს ლონდონში გაიმართა.

"მსოფლიო რაგბის" ცნობით, ბრენდის ნიშნის ცენტრში გამოსახული სიმბოლო, რომელიც მოდერნისტული და პროგრესული ლოგოთი არის წარმოდგენილი, ნათლად ასახავს ორგანიზაციის მისიას - თამაშის გლობალურ ზრდას, ხოლო მწვანე და ლურჯი ფერების სქემით, ინარჩუნებს კავშირს მის მემკვიდრეობასთან.

მსოფლიოში რაგბით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. ახალი ბრენდის გაშვება მიმდინარე რებრენდირების პროცესის კულმინაციას წარმოადგენს, რომელიც FutureBrand-ის დახმარებით შემუშავდა.

ბრენდის
გამოხატვის ახლებური კონცეფცია და ვიზუალური მახასიათებლები, მსოფლიო რაგბის აზრით, რაგბის კავშირებსა და ფედერაციებს დაეხმარება ქომაგებთან და კომერციულ პარტნიორებთან უფრო ძლიერი კავშირების ჩამოყალიბებაში.

ახალი ბრენდის ჩანაცვლება მოხდა ყველა სახის ციფრულ პლატფორმაზე - გაეშვა ახალი ვებვერდი: worldrugby.org და სოციალური მედია @worldrugby.

ახალი ბრენდის ნიშანი წარმოდგენილი იქნება მსაჯების კვართებზე, რომლებიც ამ უქმეებზე ნოემბრის ტესტ-სერიის მატჩებს მოემსახურებიან.

აღსანიშნავია, რომ რებრენდირება არ შეეხება 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასს.

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული