მსოფლიოს რაგბის კალეიდოსკოპი: რაა ურუგვაი ბარბექიუს გარეშე

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრების მორაგბეები აღაშფოთა ფაქტმა, რომ ინგლისში თავიანთი ეროვნული კერძის, ბარბექიუს გარეშე მოუწევდათ ცხოვრება.

პრობლემა მალე და იოლად გადაწყდა. სამშობლოდან კვირაში ერთხელ მათთვის 30 კილოგრამ ხორცს გზავნიან. გუნდს თან აქვს ბარბექიუს მოსამზადებელი სპეციალური მოწყობილობა და ყოველ საღამოს მორაგბეები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში.

თუმცა ერთი განსხვავება ისაა, რომ ინგლისში ბარბექიუს მოსამზადებლად ნახშირს წვავენ, როცა ურუგვაიში ამისთვის მუხის ქერქს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ურუგვაი მსოფლიოში ხორცის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ეს ქვეყანა წელიწადში 600 ათას ტონა ხორცს აწარმოებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული