ბარბაროსები VS არგენტინა - სეზონი საინტერესო მატჩით დაიხურება

AutoSharing Option
ფოტოზე: ბურთით ბაკის ბოთა
მართალია, მსოფლიოს თასის გამო წლეულს ნოემბრის ტესტები არ არის, მაგრამ მსოფლიოს სარაგბო სეზონი მაინც საინტერესო მატჩით დაიხურება.

21 ნოემბერს ლონდონში, "თვიქნემზე" "ბარბაროსები" არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. იქამდე კი, 17 ნოემბერს, ეს გუნდი, რომელიც ძირითადად ავსტრალიელი, ახალზელანდიელი და სამხრეთაფრიკელი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" სარაგბო კლუბ "გლოსტერს" ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ "ბარბაროსების" შემადგენლობაში მოხვდა რაგბიდან წასული სამხრეთაფრიკელი მეორეხაზელი ბაკის ბოთა. ასევე - წლევანდელი სეზონის აღმოჩენა, ახალზელანდიელი გარემარბი ნეჰე მილნერ-სკადერი.

ბარბაროსები
შერკინება: ბაკის ბოთა, ლუდ დე იაგერი, ვიქტორ მეტფილდი, ტენდაი
მთავარირა, ვორენ ვაითელი (ყველა-სამხრეთი აფრიკა), სკოტ ფერდი, ჯეიმზ ჰენსონი, სტივენ ჰოლისი, სტივენ მური, ტობი სმითი (ყველა-ავსტრალია), ჩარლი ფაუმუნია, ჯიმი მაკინტოში, არდი სავეა (სამივე-ახალი ზელანდია)
უკანა ხაზი: რაიან კროტი, ტავერა კერ-ბარლოუ, ნეჰე მილნერ-სკადერი, ვაისაკე ნაჰოლო, ლიმა სოპოაგა (ყველა-ახალი ზელანდია), ტევიტა კურიდრანი, ჯო ტომანე (ორივე-ავსტრალია), პატრიკ ლამბიე, კობუს რეინა, ფრანსუა ვენტერი (სამივე-სამხრეთი აფრიკა), ნემანი ნადოლო (ფიჯი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული