საქართველოს ნაკრების მეტოქემ ინგლისში გასამართავ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ტესტ-მატჩი გამართა აშშ-ის ნაკრებთან და დიდი ანგარიშით - 54:6 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ლეგიონერები არ თამაშობდნენ. რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკლდა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებსაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, "არწივების" ასეთი დიდი სხვაობით მარცხი არგენტინის ნაკრების მეორე შემადგენლობასთან მაინც მოულოდნელია.
შეგახსენებთ, რომ ინგლისში არგენტინის ნაკრებთან ერთად ჩვენი გუნდის მეტოქეები ახალი ზელანდიის, ტონგასა და ნამიბიის ეროვნული გუნდები იქნებიან.
"პუმებს" ჩვენი "ბორჯღალოსნები" 25 სექტემბერს გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" დაუპირისპირდებიან.
არგენტინა-აშშ 54:6არგენტინა: 15.
სანტიაგო კორდერო (მატიას ორლანდო 36), 14. რომირო მოიანო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. მანუელ მონტერო, 10. სანტიაგო იგლესიასი (ბაუტისტა ესკურა 58), 9. ტომას კუბელი (მარტინ ლანდახო 58). 1. ბრუნო პოსტილიონი (რობერტო ტეხეირო 64), 2. ხულიან მონტოია (მატიას კორტესი 44), 3. მატიას დიასი (ლუკას პასი 58), 4. გვიდო პეტი, 5. მატიას ალემანო (ალბერტარიო 50), 6. პაბლო მატერა, 7. ხავიერ ორტეგა, 8. სანტიაგო კორდერო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"