"კიდევ ხუთი-ექვსი წელი მაქვს დარჩენილი ჩემს სარბოლო კარიერაში, რის შემდეგაც, ვისურვებდი თავიდან ამეცილებინა კომენტატორის ან მენეჯერის როლი", - განაცხადა 32 წლის ლუის ჰემილტონმა ჟურნალ Interviewmagazine-ში.
კითხვაზე - ხედავს თუ არა თავის თავს ტანსაცმლის საკუთარი ხაზის შემქმნელის როლში, ბრიტანელმა უპასუხა: "მე მომწონს სხვა ადამიანებთან ერთად შექმნა, ასე რომ, რთულად წარმომიდგენია საკუთარი ხაზი. მაგრამ მე შემიძლია წარმოვადგინო სხვა დიზაინერებთან ერთობლივად შექმნილი კოლექცია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი