კიმი რაიკონენი "ფერარიში" კიდევ ერთი წლით დარჩა

AutoSharing Option
იტალიურმა საჯინიბო "ფერარიმ" თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ფინელ პილოტთან, კიმი რაიკონენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი ხელშეკრულება მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონთან 2018 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

წელს, 37 წლის პილოტის საუკეთესო შედეგი იყო - მეორე ადგილი მონაკოსა და უნგრეთის ეტაპებზე.

რაიკონენი "ფერარიში" 2007-09 წლებში გამოდიოდა და სწორედ ამ პერიოდში გახდა კარიერაში ერთადერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი. კიმი იტალიურ საჯინიბოში 2014 წელს დაბრუნდა.

დიდი ალბათობით, "ფერარი" ამ დღეებში გაახანგრძლივებს კონტრაქტს გერმანელ სებასტიან ფეტელთან, ოღონდ უცნობია - ეს იქნება ერთწლიანი ხელშეკრულება თუ მრავალწლიანი.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული