
"ფორმულა 1 კვლავინდებურად რჩება ჩემს პრიორიტეტად, - განაცხადა CNN-თან კომენტარში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა. - ეს ჩემი ცხოვრებაა, ჯერ ისევ მაქვს ჩემპიონატის მოგების იმედი. შესაძლოა, კიდევ მომიწიოს ინდიკარში გამოსვლამ, მაგრამ არა უახლოეს მომავალში. თუ ვერ გამოვნახავ პროექტს, რომელიც ფორმულა 1-ში გამარჯვებაზე ბრძოლის საშუალებას მომცემს, მაშინ სხვა სერიებს განვიხილავ. მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ნოემბერ-დეკემბერში მივიღებ".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"