ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, გერმანელ მიხაელ შუმახერს უახლოეს ხანში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანენ, - ამტკიცებს გამოცემა Bravo. ლეგენდარული პილოტის ოჯახი იმედოვნებს, რომ ქალაქ დალასში მარკ უიქსის სახელგანთქმული კლინიკა, რომელიც თავის ტვინის ტრავმებზე სპეციალიზდება, დაეხმარება შუმახერს რეაბილიტაციაში.
მიხაელ შუმახერი შვეიცარიაში საკუთარ სახლში, განსაკუთრებულად გასაიდუმლოებულ რეჟიმში აგრძელებს აღდგენას თავის ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წლის დეკემბერში, სამთო თხილამურებით სრიალისას მიიღო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"