ალონსოს მაკლარენი არ ეთმობა

AutoSharing Option
"მაკლარენის" სარბოლო დირექტორმა ერიკ ბულიემ აღნიშნა, რომ ფერნანდო ალონსოს ბრიტანულ საჯინიბოში დარჩენა სურს.

"ფერნანდოს უნდა "მაკლარენთან" ყოფნა მომავალ სეზონში, - ამბობს ბულიე F1-თან ინტერვიუში. - ეს ჩანს იქიდან, როგორ იქცევა ის ბოლო პერიოდში. მას არ უნდა წასვლა. ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. სასიამოვნოა, რომ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას იღებს სპორტული და არა კომერციული პრინციპებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველ სამეულში და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, მაგრამ ამისთვის არა მხოლოდ კარგი ძრავა, არამედ შესანიშნავი პილოტი გვჭირდება. ფერნანდო ჩვენ გვაწყობს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული