ფორმულა 1: კვიატი "ტორო როსოდან" გაუშვეს

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის საჯინიბო "ტორო როსოს" შეფმა ფრანც ტოსტმა დაადასტურა, რომ "რედ ბულის" ახალგაზრდული პროგრამის პილოტი, ფრანგი პიერ გასლი მიმდინარე სეზონის ეტაპებზე შეცვლის რუს დანიილ კვიატს. ჯერჯერობით, ლაპარაკია ორ უახლოეს გრანპრიზე - მალაიზიასა და იაპონიაში.

"ტორო როსო" იქმნებოდა იმისთვის, რომ დახმარებოდა "რედ ბულს" ახალგაზრდა პილოტების მოზიდვაში, - ამბობს "ტორო როსოს" ოფიციალურ გვერდზე ტოსტი. - და ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ გასლის შანსი მივცეთ. მან დაიმსახურა ასეთი შესაძლებლობა, როცა 2016 წელს GP2-ის ტიტული მოიგო და წარმატებით გამოვიდა წელს იაპონიაში "სუპერ ფორმულას" სერიაში.
პილოტების როტაცია დაგვეხმარება - უფრო ზუსტი გადაწყვეტილება მივიღოთ 2018 წლის სეზონისთვის პილოტების შერჩევისას".

შეგახსენებთ, რომ მომავალ წელს "ტორო როსოს" ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდება ახალი პილოტი, რადგან ესპანელი კარლოს საინსი "რენოში" გადადის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული