მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება

AutoSharing Option
"ფერარის" 2001 წლის ბოლიდი, რომლითაც ლეგენდარული გერმანელი მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ნიუ-იორკში, "სოტბის აუქციონზეა" გამოტანილი.

"ჩვენ ვუერთდებით "ფერარის" 70 წლის იუბილეს აღნიშვნას და მზად ვართ, ავტოსპორტის მოყვარულებს შევთავაზოთ მიხაელ შუმახერის 2001 წლის ბოლიდი", - განაცხადა ნიუ-იორკში აუქციონის ხელმძღვანელმა გრეგუარ ბიიომ.

აუქციონი 16 ნოემბერს გაიმართება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ "ფერარის" საჩემპიონო ბოლიდი 4 მილიონ დოლარად გაიყიდება.

მიხაელ შუმახერი 2001 წელს მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ფორმულა 1-ში, "ფერარიმ" კი კონსტრუქტორთა თასზე გაიმარჯვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული