ფორმულა 1-ის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
ფორმულა 1-ის ლეგენდარული ავსტრიელი მრბოლელი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ის მსოფლიოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, 1975, 1977 და 1984 წლებში.

1976 წელს ის ავარიას გადაურჩა, თუმცა სერიოზული დამწვრობა მიიღო და მნიშვნელოვნად დაიზიანა სახე და ფილტვები. მიუხედავად ამისა, ის რბოლას მაინც დაუბრუნდა.

2018 წლის აგვისტოში ლაუდამ ფილტვის ოპერაცია გაიკეთა.

ოჯახის ინფორმაციით, ლეგენდარული მრბოლელი ძილში გარდაიცვალა.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული