ავარია ფორმულა 1-ში: ფეტელმა ბოდიში მოიხადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივლისს ფორმულა 1-ის მორიგი რბოლა გაიმართა.

ბრიტანეთის გრან პრის 37-ე წრეზე არასასიამოვნო ეპიზოდი მოხდა. ჰოლანდიელმა მაქს ვერსტაპენმა სებასტიან ფეტელს გადაასწრო. გერმანელმა საკუთარი პოზიციის დაბრუნება მალევე მოინდომა და ვერსტეპენს დაეჯახა.

ავარიის შედეგად ვერსტეპენმა რბოლის მოსაგებად ბრძოლა ვეღარ განაგრძო და საბოლოო ჯამში მე-5 ადგილი დაიკავა. ხოლო ფეტელის მანქანას წინა ფრთის შეცვლა დასჭირდა და ამის გამო გერმანელს ბოლო ადგილი დარჩა.

აღსანიშნავია ის, რომ რბოლის დასრულებისთანავე ფეტელი ჰოლანდიელთან მივიდა და ბოდიში მოუხადა. მან აღნიშნა, რომ არ ეგონა, თუ ვერსტაპენი მარცხნივ წავიდოდა, ხოლო მანევრის
დანახვის შემდეგ შეჩერება შეუძლებელი იყო. თავად ვერსტაპენმა კი ბოდიში მიიღო და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, აღარაფრის შეცვლა არ შეიძლებოდა.

რბოლა კი ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა ("მერსედესი") მოიგო, მეორე ადგილზე ვალტერ ბოტასი ("მერსედესი") გავიდა, ხოლო პედესტალზე მესამე მონაკოელი შარლ ლეკლე ("ფერარი") ავიდა.

საერთო ჩათვლასაც ლუის ჰემილტონი ლიდერობს 223 ქულით. ბოტასს 184 ქულა აქვს. მესამე ადგილზე მაქს ვერსტაპენი ("რედ ბულ ჰონდა") გახლავთ 136 ქულით, ხოლო სებასტიან ფეტელს 123 ქულა აქვს მოპოვებული და საერთო ჩათვლაში მე-4 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული